Home

ბლოგი შეიქმნა ენდო ამბების გასაზიარებლად მათთვის, ვინც სულ ეძებს პასუხებს და ვერ პოულობს. გამარჯობა, მარტო არ ხარ.
- ენდოამბები V ნაწილიენდოამბები V ნაწილი იმ სერიის გაგრძელებაა, სადაც ენდომეტრიოზის მქონე ქალების ისტორიები და გამოცდილებებია თავმოყრილი. ენდოამბების გაზიარების მიზანი ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და, რაც მთავარია, ამ დიაგნოზის მქონე ქალების გაერთიანებაა. ერთი შეხედვით კი, ქრონიკული დაავადების გარშემო ვერთიანდებით, რომლის განკურნების გზაც არ არსებობს, თუმცა მისგან მოყენებული ჭრილობების მოშუშება სხვების გამოცდილების გაცნობითა და ინფორმაციის ქონით ბევრად მარტივია. მაკა 32 წლის საიდან დავიწყო მოყოლა არც… Continue reading ენდოამბები V ნაწილი
- აუ, ეს სულ ცუდად რატოა?აუ, ეს სულ ცუდად რატოა? ანუ ცხოვრება ქრონიკული დაავადებით ენდომეტრიოზი კომპლექსური და ჯერ-ჯერობით ცუდად შესწავლილი ქრონიკული დაავადებაა. ის ძირითადად ქალების ემართებათ, რადგან ქალის რეპროდუქციულ ორგანოებს უკავშირდება. შეუძლია გამოიწვიოს უნაყოფობა, უძლიერესი ქრონიკული ტკივილები და ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები, რომელებიც ცხოვრების ხარისხს საგრძნობლად აუარესებენ და ხშირად პიდაპირი მნიშვნელობით აუტანელს ხდიან ყოველდღიურ არსებობას. მაგრამ მე ენდომეტრიოზის სხვა მხარეზე… Continue reading აუ, ეს სულ ცუდად რატოა?
- ენდომეტრიოზის ოპერაცია – ენდოამბებიენდომეტრიოზის ოპერაცია ანუ ლაპარასკოპია ყველაზე გავრცელებული პროცედურაა ენდომეტრიოზის დიაგნოსტირებისა და ამოკვეთისთვის. მეოცე საუკუნემდე ანუ ლაპარასკოპიული მეთოდის დანერგვამდე, რთული იყო, როგორც ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება ასევე მისი მართვა. ენდომეტრიოზის ნიშნები არ იყო საფუძვლიანად შესწავლილი და შესაბამისად მუცლის ტკივილი და ყავისფერი გამონადენი, უშვილობა, დეპრესია და სხვა უამრავი სიმპტომის დადგენა, რომელიც ამ დაავადებას შესაძლოა ახლდეს, დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. თუ ლაპარასკოპიისთვის… Continue reading ენდომეტრიოზის ოპერაცია – ენდოამბები