ტამპონი და 9 მითი მის შესახებ

ტამპონი

ტამპონი და მითები მის შესახებ, როგორც ჩანს ყველა საზოგადოებაში, განუყრელი მეგობრები არიან. როდესაც ამ სტატიას გადავაწყდით, გადავწყვიტეთ ქართულად გვეთარგმნა და ჩვენი რეალობისთვის კარგად ნაცნობი მითებიც დაგვემსხვრია პროფესიონალების მიერ წარმოდგენილი ფაქტებით.

Როგორც გინეკოლოგს, მსიამოვნებს, როცა ადამიანებს საკუთარი სხეულის უკეთ შეცნობაში ვეხმარები. Ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა განათლება მიიღონ თავიანთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რადგან ზოგჯერ როდესაც რაიმე აწუხებთ, ძალიან არასანდო წყაროებს აწყდებიან ხოლმე ინტერნეტში, ხშირად ასეთი არაზუსტი ინფორმაცია სახიფათოც კია.
ტამპონებთან დაკავშირებით ყველანაირი მითი გამიგონია, ამიტომ გადავწყვიტე 9 ყველაზე გავრცელებული მითი გამეერთიანებინა და სამედიცინო ფაქტები დამეპირისპირებინა ამ მითებისთვის.

ექიმი-გინეკოლოგი მელისა ჰოლმსი

მითი 1: ტამპონით არ უნდა დავიძინოთ

ტამპონი

ფაქტი: შენს ვაგინას წარმოდგენა არ აქვს გღვიძავს თუ არა( „იქ“ ისედაც სულ ბნელა). ტამპონით დაძინება შეიძლება. საჭიროა, უსაფრთხო გამოყენების შესახებ გვქონდეს ინფორმაცია და ის 8 საათამდე დროის მონაკვეთში გამოვიცვალოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ღამე დაწოლამდე გავიკეთებთ, გაღვიძებისთანავე გამოვიცვალოთ.        

მითი 2: ტამპონი ქალიშვილობას გვართმევს

ტამპონი

ფაქტი: ეს შეუძლებელია. ტამპონი არის მხოლოდ საშუალება მენსტრუალური ციკლის დროს გამოსაყენებლად, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს შენს ქალიშვილობასთან.
ეს მითი ძირითადად იმაზეა დააზიანებს თუ არა ტამპონი საქალწულე აპკს, რომელიც თხელი, ელასტიური ქსოვილია. ის საკმაოდ პატარაა იმისთვის რომ საშოში მოთავსების დროს აპკი დააზიანოს, თუმცა აპკმა შესაძლოა ფორმა შეიცვალოს ან “გაწყდეს” ასაკთან, წონის მატებასთან ან ჩვეულებრივ ფიზიკურ აქტივობებთან ერთად, არამხოლოდ სექსით.

მითი 3: ტამპონი შესაძლოა, ჩვენს სხეულში დაიკარგოს

ტამპონი და მითები

ფაქტი: შესაძლოა, ტამპონი შენს საშოში, უფრო მაღლა ავიდეს. ის არ დაიკარგება, თუმცა, შესაძლებელია ძაფს ვეღარ მისწვდე. Საშვილოსნოს ყელი ბარიერია შენს საშოსა და საშვილოსნოს შორის, შესაბამისად შენი საშო ჩიხია

მითი 4: ტამპონი იწვევს ტოქსიკური შოკის სინდრომს

ტამპონი

ფაქტი: ტამპონი არ იწვევს ტოქსიკურ შოკის სინდრომს. ტოქსიკურ შოკის სინდრომს იწვევს სტაფილოკოკის ბაქტერია. ეს შოკი  ძალიან იშვიათია და ის იკურნება, განსაკუთრებით, თუ მას საწყის ეტაპზე აღმოაჩენ.

მითი 5: პირველი მენსტრუაციის დროს ტამპონის გამოყენება არ შეიძლება

პირველი მენსტრუაცია

ფაქტი: ასაკობრივი შეზღუდვა ტამპონის გამოყენებას არ აქვს. Მენსტრუაციის დაწყებისთანავე ადამიანი მზადაა მის გამოსაყენებლად (საშო საკმაოდ დიდია ტამპონის გამოსაყენებლად და დაზიანების ან უჩვეულო ტკივილის შიშის გარეშე შესაძლებელია მისი გამოყენება).
თუ მენსტრუალური ციკლი ახალი გამოცდილებაა შენთვის, უბრალოდ დარწმუნდი, რომ იცი როგორ გამოიყენო სწორად და უსაფრთხოდ.

მითი 6: ტამპონი ზრდის ენდომეტრიოზის რისკს

ტამპონი და ენდომეტრიოზი

ფაქტი: ტამპონს არ აქვს არანაირი გავლენა ენდომეტრიოზზე. ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს მედიცინას სასწავლი ენდომეტრიოზის გამომწვევ მიზეზებზე. Ზოგი ადამიანი თვლის, რომ ტამპონს შეუძლია ჩაკეტოს საშვილოსნოს ყელი და მენსტრუალური სისხლი უკან საშვილოსნოში “გაუშვას/ააბრუნოს” ფალოპის მილებიდან. ეს შეუძლებელია. ტამპონებს არ შეუძლიათ საშვილოსნოს ყელის ჩაკეტვა, ხოლო თუ ტამპონი გადაივსება ხოლმე, ნაკადი ვაგინიდან გამოდის და არა პირიქით – უკან საშვილოსნოში.

მითი 7: ყოველი მოშარდვის შემდეგ ტამპონის გამოცვლა სავალდებულოა

მენსტრუაცია

ფაქტი: შარდი გამოიყოფა შარდსადენი მილიდან. Შენი ტამპონი კი შენს ვაგინაშია (რომელიც შარდსადენის უკანაა). Შენ შეგიძლია ისე მოშარდო, რომ ის არ დასველდეს. Როდესაც შარდავ, კარგი იქნება, თუ მის ძაფს წინ ან უკან გადაწევ, რომ შენი შარდით არ დასველდეს (სველი ძაფი შემაწუხებელია).
უბრალოდ მაშინ გამოიცვალე, როდესაც საჭიროა.

მითი 8: ტამპონი წელავს საშოს

ორგანული

ფაქტი: ეს შეუძლებელია. ჩვენი ვაგინა ისედაც გამოირჩევა მოქნილობითა და ელასტიკურობით. თუ ბავშვს შეუძლია ჩვენი საშოდან გამოსვლა, ტამპონს ნამდვილად შეუძლია მარტივად შესვლაც და გამოსვლაც ისე, რომ არანაირი ცვლილება არ დატოვოს შიგნით.

მითი 9: ტამპონის ორგანული ვერსია უფრო მეტად უსაფრთხოა, ვიდრე არა-ორგანული

ჰიგიენური საფენი

ფაქტი: არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს, რომ ორგანული ტამპონი უფრო უსაფრთხოა შენი ვაგინისთვის. ტოქსიკური შოკის სინდრომის რისკი იგივეა ორგანულის შემთხვევაში, რაც არაორგანულის. თუ “ორგანული ცხოვრების წესი” მნიშვნელოვანია შენთვის მაშინ ორგანული ვარიანტი სწორი არჩევანია. თუმცა თუ არაორგანულ ტამპონებს იყენებ, არ იდარდო და ამის გამო თავი დამნაშავედ არ იგრძნო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *