რა არის ადენომიოზი?

ადენომიოზი

ადენომიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს ამომფენი გარსი (ენდომეტრიუმი) საშვილოსნოს კედლის კუნთოვან მასაში (მიომეტრიუმში) იზრდება. ადენომიოზი შესაძლოა მოიცავდეს მთელ საშვილოსნოს ან ლოკალიზებული იყოს მხოლოდ ერთ წერტილში. [წყარო]

წარმოგიდგენთ ადენომიოზს, ენდომეტრიოზის მეგობარს!

მიუხედავად იმისა, რომ ადენომიოზი კეთილთვისებიან (სიცოცხლისთვის საფრთხის არშემქმნელ) დაავადებად ითვლება, მის მიერ გამოწვეული ქრონიკული ტკივილი და მძიმე მენსტრუალური დენა მკვეთრად აუარესებს ქალის ცხოვრების ხარისხს.

ადენომიოზის სიმპტომები:

  • ჭარბი, გახანგრძლივებული მენსტრუალური სისხლდენა
  • მწვავე მენსტრუალური სპაზმები /ტკივილები
  • მუცლის სიმძიმე და შებერილობა
  • სისხლდენა (სფოთინგი) მენსტრუალურ ციკლებს შორის
  • საშუალოზე ხანგრძლივი სისხლდენა
  • სისხლის კოლტები მენსტრუაციის დროს
  • ტკივილი სექსის დროს
    [წყარო]
ადენომიოზის სიმპტომები

ადენომიოზი – დიაგნოსტირება:

ადენომიოზი გავრცელებული დაავადებაა. ადრე მიიჩნეოდა, რომ ეს დიაგნოზი მხოლოდ საშუალო ასაკის ქალებს ჰქონდათ და ქალებს, რომელთაც უკვე ჰყავდათ შვილები, თუმცა ამ დაავადების დიაგნოსტირების ასაკმა დაიკლო. [წყარო]

ერთერთი კვლევის თანახმად ადენომიოზის პრევალენტობა ქალებში არის 20-დან 25%-მდე, ენდომეტრიოზის ისტორიის მქონე ქალებში კი ეს პროცენტი საგრძნობლად მერყეობს და 20%-80%-ია. [წყარო]

ზოგიერთი კვლევის თანახმად ქალები, რომლებსაც ჰქონიათ საშვილოსნოსთან დაკავშირებული რაიმე ტიპის ოპერაცია ადენომიოზის რისკჯგუფში არიან.

ადენომიოზის გამომწვევი მიზეზი უცნობია, კვლევების თანახმად შესაძლოა ზოგიერთი ჰორმონის ცვლილება იწვევდეს ამ დაავადებას, ესენია – ესტროგენი, პროგრესტერონი, პროლაქტინი და ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონი.

ადენომიოზი

ამ დრომდე ადენომიოზის დანამდვილებით დიაგნოსტირებისთვის ჰისტერექტომია და საშვილოსნოს სხეულის მიკროსკოპით დათვალიერება იყო საჭირო, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი გახდა ექიმების მიერ ოპერაციის გარეშე დიაგნოზის დასმის შესაძლებლობა. მრტ-ს ან ვაგინალური ექოსკოპიის მეშვეობით, ექიმებს შეუძლიათ ამ დაავადების მახასიათებლების დანახვა საშვილოსნოში.

თუ ექიმს ეჭვი გაუჩნდა ამ დაავადების შესახებ, პირველი ნაბიჯი გასინჯვაა. გინეკოლოგიურმა გასინჯვამ (ბიმანუალური პალპაცია) შესაძლოა გადიდებული ან გამაგრებული საშვილოსნო აჩვენოს. ექოკსოპიას შესაძლებლობა აქვს ექიმს დაანახოს საშვილოსნო, მისი ქსოვილი და კუნთოვანი კედელი. თუმცა ექოსკოპიას არ აქვს ადენომიოზის სრულად დიაგნოსტირების შესაძლებლობა, მას შეუძლია სხვა მსგავსი დაავადებების გამორიცხვა.

სიმპტომების მსგავსების გამო ადენომიოზის ნაცვლად შესაძლოა საშვილოსნოს მიომურ კვანძებზე იქნას ეჭვი მიტანილი. თუმცა ეს ორი დაავადება შინაარსობრივად სხვადასხვაა. მიომის დროს კეთილთვისებიანი სიმსივნეები იზრდებიან საშვილოსნოს ღრუში, კედელში ან გარედან კედელზე, ეს ქსოვილი ფიბროზულია. ხოლო ადენომიოზის დროს გაცილებით ნაკლები მასის ენდომეტრიოიდული უჯრედები ჩაზრდილია საშვილოსნოს კედელში. დიაგნოზის სისწორე მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობის შერჩევაში.

ადენომიოზი – მკურნალობა:

ადენომიოზის განკურნება დამოკიდებულია შენს სიმპტომებზე, სიხშირეზე და იმაზე გყავს თუ არა უკვე შვილი. მსუბუქი სიმპტომები შესაძლოა მოიხსნას დანიშნულების გარეშე გაცემული ტკივილგამაყუჩებლებით და სათბურას გამოყენებით.

ადენომიოზის მკურნალობა

ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები. შენმა ექიმმა შესაძლია გამოგიწეროს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც ადენომიოზის მიერ გამოწვეული ტკივილს ხსნიან, შესაძლო მედიკამენტის მიღება მენსტრუაციის დაწყებამდე ორი დღით ადრე და მენსტრუაციის პირველი რამდენიმე დღეს დაგჭირდეთ.

ჰორმონალური თერაპია. ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ჭარბი და მტკივნეული მენსტრუაცია შესაძლოა გაკონტროლებული იყოს ჰორმონალური თერაპიით,როგორიცაა მაგალითად IUD (სპირალი), GnRH აგონისტები და ა.შ.

საშვილოსნოს არტერიების ემბოლიზაცია. ეს მინიმალურად ინვაზიური პროცედურა უფრო ხშირად მიომების შესამცირებლად გამოიყენება,  ამ დრო უმცირესი სხეულები გამოიყენება სისხლძარღვების ბლოკირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის მიწოდებას ადენომიოზით დაავადებულ უბნებამდე. ამ პროცედურის დროს არტერია ფემორალისიდან (ბარძაყიდან) ხდება ზონდის შეყვანა საშვილოსნოს სისხლძარღვებში და არტერიების დახშობა შესაბამისად სისხლის მარაგის დაკლებისას ადენომიოზი მცირდება ზომაში.

ენდომეტრიუმის კოაგულაცია (მოწვა). ეს მინიმალურად ინვაზიური პროცედურა ანადგურებს საშვილოსნოს ამომფენ ქსოვილს. ეს პროცედურა ეფექტურია სიმპტომების შესამსუბუქებლად ზოგიერთ პაციენტში, როდესაც ადენომიოზი არ არის აქვს ღრმად პენეტრირებული საშვილოსნოს კუნთოვანი კედელში.

ადენომიოზის მკურნალობა

იმის გამო რომ ქალებს, რომლებსაც აქვთ ადენომიოზი ასევე აქვთ ენდომეტრიოზი, რთულია იმის გადაჭრით თქმა იწვევს თუ არა ადენომიოზი უნაყოფობას, თუმცა ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ ადენომიოზი შესაძლოა ხელს უწყობდეს უნაყოფობას.

ადენომიოზისგან განკურნების ერთადერთი გზა არის ჰისტერექტომია ანუ საშვილოსნოს ამოკვეთა. ამ მეთოდს ხშირად მწვავე სიმპტომების მქონე ქალები მიმართავენ. [წყარო]

ადენომიოზის მქონე ქალები ანემიის მომატებულ რისკჯგუფში არიან. ანემია არის მდგომარეობა, რომელსაც რკინის დეფიციტი იწვევს. საკმარისი რკინის გარეშე ორგანიზმს არ შეუძლია წითელი სისხლის უჯრედების საკმარისი ოდენობით წარმოება, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჟანგბადი ატარონ სხეულის სხვადასხვა ქსოვილებში. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ქრონიკული დაღლილობა, თავბრუსხვევა და გაღიზიანება. ადენომიოზთან დაკავშირებულ სისხლდენას შეუძლია შეამციროს რკინის მარაგი სხეულში და გამოიწვიოს ანემია.

ეს დაავადება ასევე დაკავშირებულია შფოთვასთან, დეპრესიასთან და გაღიზიანებასთან. [წყარო]

ადენომიოზი და შფოთვა

2 thoughts on “რა არის ადენომიოზი?”

  1. ხშირად მაქვს ციკლის დროს გადაცდენა დიდი შუალედებით ხანდახან თვეში ორჯერ მაქვს ან საერთოდ არ მაქვს და რამოდენიმე კვირით ადრე მაქვს ცრუ შეგეძნებები რომ მომივა თუ მომდის ძალიან ჭარბი რაოდენობიტ და საშინელი ტკივილი ახლვს თან რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ვარ 17 წლის

    1. მადლობა კომენტარისთვის და საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის! ექიმთან უფასო კონსულტაცია შემიძლია გირჩიოთ, სატელეფონო კონსულტაციაც შეგიძლიათ გაიაროთ, შეავსეთ საკონსულტაციო ფორმა ჩვენს ბლოგზე იპოვით, ამის წინა სტატიაზე მაგალითად. უმჯობესია თუ პროფესიონალთან გაისაუბრებთ ამ საკითხზე, მე რაც წამიკითხავს ბევრი მიზეზი შეიძლება განაპირობებდეს ამ სიმპტომებს და არ ვიქნები კომპეტენტური ახლა რაიმე დიაგნოზი ან გამოსავალი რომ შემოგთავაზოთ. წარმატებები, თათია! <3

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *