ლაპარასკოპია ყველას და ენდომეტრიოზი არავის!

როგორც იქნა და როგორც ცხოვრებას სჩვევია ხოლმე, დაუგეგმავად გეგმიური ლაპარასკოპიაც გამოვიარე და საკუთარ რეფლექსიას მე თვითონვე მოგიყვებით, ენდომეტრიოზის დიაგნოზიდან 3 წლის და ამ ბლოგის შექმნიდან 1 წლის თავზე ანუ მას შემდეგ, რაც ძალიან ბევრი რაღაც გავიგე ჩემი სხეულის, ენდომეტრიოზის და ენდომეტრიოზის მქონე სხვა ადამიანების სხეულების შესახებ. ლაპარასკოპია ისევე, როგორც ვიზანა ან ენდომეტრიოზის მართვის რომელიმე გზა… Continue reading ლაპარასკოპია ყველას და ენდომეტრიოზი არავის!

ცხოვრება ენდომეტრიოზთან ერთად – ჯასტინა გრინი

10-დან 1 ქალს ენდომეტრიოზი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქალები, უმძიმესი სიმპტომებით, ხშირად ყოველი თვის დიდ ნაწილს საწოლზე მიჯაჭვულები ატარებენ, ამ დაავადების დიაგნოსტირება უმეტესწილად არასწორად ხდება და ითვლება, რომ მხოლოდ მძიმე პრემენსტრუალურ სიმპტომებთან (პმს) გვაქვს საქმე. იმისათვის, რომ ნათელი მოჰფინოს დაავადებას, რომელიც მილიონობით ქალს აწუხებს და რომელზე საუბარიც იშვიათად ხდება, ილუსტრატორმა ჯასტინა გრინმა გადაწყვიტა ილუსტრაციებით გაგვიზიაროს… Continue reading ცხოვრება ენდომეტრიოზთან ერთად – ჯასტინა გრინი

ენდოამბები, VI ნაწილი

ენდოამბები V ნაწილი იმ სერიის გაგრძელებაა, სადაც ენდომეტრიოზის მქონე ქალების გულწრფელი ისტორიები და გამოცდილებებია თავმოყრილი. ენდოამბების გაზიარების მიზანი ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და, რაც მთავარია, ამ დიაგნოზის მქონე ქალების გაერთიანებაა. ერთი შეხედვით კი, ქრონიკული დაავადების გარშემო ვერთიანდებით, რომლის განკურნების გზაც არ არსებობს, თუმცა მისგან მოყენებული ჭრილობების მოშუშება სხვების გამოცდილების გაცნობითა და ინფორმაციის ქონით ბევრად მარტივია. გაეცანი ენდოამბებს და გაიგე როგორია ცხოვრება… Continue reading ენდოამბები, VI ნაწილი

რა არის ადენომიოზი?

ადენომიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს ამომფენი გარსი (ენდომეტრიუმი) საშვილოსნოს კედლის კუნთოვან მასაში (მიომეტრიუმში) იზრდება. ადენომიოზი შესაძლოა მოიცავდეს მთელ საშვილოსნოს ან ლოკალიზებული იყოს მხოლოდ ერთ წერტილში. [წყარო] წარმოგიდგენთ ადენომიოზს, ენდომეტრიოზის მეგობარს! მიუხედავად იმისა, რომ ადენომიოზი კეთილთვისებიან (სიცოცხლისთვის საფრთხის არშემქმნელ) დაავადებად ითვლება, მის მიერ გამოწვეული ქრონიკული ტკივილი და მძიმე მენსტრუალური დენა მკვეთრად აუარესებს ქალის ცხოვრების ხარისხს.… Continue reading რა არის ადენომიოზი?

პროექტი ენდომეტრიოზის მქონე ქალებისთვის

უკვე 6 თვე გავიდა, რაც endo.ge შეიქმნა. ბლოგი ენდომეტრიოზის შესახებ ინფორმაციასა და პირად ისტორიებს აერთიანებს და ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მას შემდეგ, რაც ამ თემაზე წერა დავიწყე, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მწერდა და მიყვებოდა თავის გამოცდილების შესახებ, მიზიარებდა როგორ დაეხმარა იმის აღმოჩენა, რომ მარტო არ არის დარჩენილი ამ დაავადებასთან ბრძოლაში და… Continue reading პროექტი ენდომეტრიოზის მქონე ქალებისთვის