ექიმთან კონსულტაცია

კონსულტაცია ენდომეტრიოზზე

რადგან ამ ბლოგზე მოხვდი, ალბათ, შენც დაბნეული ეძებ პასუხებს, ცდილობ გაერკვე რა გჭირს, გჭირს თუ არა რამე საერთოდ? შეიძლება არც ისე დიდი ხანია, რაც გაიგე, რომ ენდომეტრიოზი გაქვს ან დიდი ხანია ეძებ ამ დაავადების მართვის გზებს. ხან გუგლავ, ხან ქალების ჯგუფებში სვამ კითხვებს, მეგობრებს ეწუწუნები, მკურნალობის მეთოდებს შორის ვერ აკეთებ არჩევანს ან არ იცი ვის მიმართო ან ღირს კი მიმართვა საერთოდ?!

ეს ბლოგი მზადაა მკურნალობის გზა გაგიმარტივოს, რაგდან ენდომეტრიოზი კი ქრონიკული დაავადებაა, რომლისგან განკურნებაც არ არსებობს, თუმცა მისი მართვა შესაძლებელია და არსებობენ ადამიანები, ვინც მზადაა შენთან ერთად ეძებოს შენი პრობლემების გადაჭრის გზები!

გაიარე უფასო კონსულტაცია გაგუას კლინიკის ექიმებთან, თინათინ გაგუას გუნდი მზადაა შენს საჭიროებებზე მორგებული დახმარება გაგიწიოს! თუ ენდომეტრიოზის დიაგნოზი გაქვს ან გაეცანი ენდომეტრიოზის სიმპტომებს და ეჭვი გაქვს ამ დაავადებაზე, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და გაიარე კონსულტაცია შენთვის მოსახერხებელი გზით – დისტანციურად ან კლინიკაში მისვლით, საკონსულტაციო პროცესი მაქსიმალურად იქნება შენზე და შენს საჭიროებებზე მორგებული.

შეავსე ფორმა, გაგვიზიარე შენი ენდო ამბავი, მიუთითე შენი საკონტაქტო ინფორმაცია და კონსულტაციის შენთვის სასურველი მეთოდი (მეილი, სატელეფონო კონსულტაცია, ფეისბუქი, კლინიკაში ვიზიტი) და ფორმის შევსებიდან მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში მიიღე შენი კონსულტაციის ზუსტი თარიღი.

თინათინ გაგუას გუნდი:

კონსულტაცია ენდომეტრიოზზე

თინათინ გაგუა –  მეან გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი – დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი.
გაგუას კლინიკის რეზიდენტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 
ხელმძღვანელობს გაგუას კლინიკაში  საერთაშორისო კვლევას, რომელიც იკვლევს ენდომეტრიოზთან ასოცირებული ტკივილის მკურნალობას. 

ანუკა ჭონიშვილი – დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2018 წელს, ამჟამად მუშაობს გაგუას კლინიკაში – ექიმ რეზიდენტად, მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით. მუშაობს   საერთაშორისო კვლევაში, რომელიც იკვლევს ენდომეტრიოზთან ასოცირებული ტკივილის მკურნალობას სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით.

ალექსანდრა გვენეტაძე – დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2016 წელს, ამჟამად მუშაობს გაგუას კლინიკაში – ექიმ რეზიდენტად, მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით.  მუშაობს   საერთაშორისო კვლევაში, რომელიც იკვლევს ენდომეტრიოზთან ასოცირებული ტკივილის მკურნალობას სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით. ამჟამად ალექსანდრა მუშაობს დავით ტვილდიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეანობა გინეკოლოოგის დეპარტამენტში.

დაგვიკავშირდი:

მეილზე: consult@endo.ge
ფეისბუქ გვერდზე: ცხოვრება ენდომეტრიოზით