კვერცხუჯრედის გაყინვა

კვერცხუჯრედის გაყინვა

კვერცხუჯრედის გაყინვა და რეპროდუქციული უნარები

ქალის რეპროდუქციული უნარი ასაკთან ერთად თანდათანობით იკლებს. როგორც ცნობილია ქალს დაბადებიდანვე აქვს წინასწარგანსაზღვრული კვერცხუჯრედების რაოდენობა (საშუალოდ 400), რომელიც მენარქეს დაწყების შემდეგ ყოველთვიურად მწიფდება და ემზადება გასანაყოფიერებლად. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება კვერცხუჯრედების რაოდენობა და იკლებს მათი ხარისხიც. თუმცა ასაკის გარდა, ბევრ სხვა ფაქტორს აქვს გავლენა შვილოსნობაზე (ქრონიკული დაავადებები, ანთებითი პროცესები და ასე შემდეგ). 

ზოგჯერ კი ქალები თვლიან რომ შვილის გაჩენა გვიან ასაკში ურჩევნიათ მაგრამ ეშინიათ იმ დროისთვის მათი რეპროდუქციული მდგომარეობა როგორი იქნება. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი  გამოსავალი კვერცხუჯრედების “შენახვა“ ანუ “გაყინვაა“. 

რა შემთხვევებში მიმართავენ ქალები კვერცხუჯრედის გაყინვას?

  • თუ ქალს აქვს რაიმე დაავადება ან მდგომარეობა რომელიც ხელს უშლის მის ორსულობას –   ეს შესაძლოა იყოს ავტოიმუნური დაავადებები (მაგ: ლუპუსი), ან პაციენტი ტრანსგენდერია და სურს შეინახოს საკუთარი გენეტიკური მასალა სამომავლო განაყოფიერებისთვის. 
  • პაციენტს ესაჭიროება ქიმიოთერაპია –  როგორც ცნობილია, ქიმიოთერაპიის დროს გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი აზიანებს საკვერცხეს და ამცირებს კვერცხუჯრედების რაოდენობას, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე შესაძლებელია კვერცხუჯრედების გაყინვა.
  • ინ ვიტრო განაყოფიერება –    თუ ბუნებრივი გზით ვერ ხდება დაორსულება, შესაძლებელია ინ ვიტრო განაყოფიერების გამოყენება, რომლისთვისაც საჭირო ხდება კვერცხუჯრედის ან უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედის „გაყინვა“. 
  • რეპროდუქციული ასაკის გადაწევა –   ზოგჯერ კი ქალებს უბრალოდ არ სურთ 40 წლამდე შვილების გაჩენა და უბრალოდ კვერცხუჯრედებს სამომავლოდ ინახავენ.

კვერცხუჯრედის გაყინვის ეტაპები

საკვერცხეების სტიმულაცია, კვერცხუჯრედების მიღება და შემდგომ მათი გაყინვა.

საკვერცხეების სტიმულაცია: ექიმი რამდენიმე წამალს დაგინიშნავთ რომელიც საშუალებას მისცემს თქვენს საკვერცხეს ერთის ნაცვლად რამდენიმე ფოლიკული მოამზადოს განაყოფიერებისთვის.

კვერცხუჯრედის მიღება: სტიმულაციის შემდეგ კლინიკაში ანესთეზიის ფონზე მოხდება საკვერცხეებიდან გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედის მიღება. 

გაყინვა: კვერცხუჯრედის მიღების შემდეგ უკვე ხდება მათი გაყინვა და სამომავლოდ შენახვა. 

რაც შეეხება გაყინულ კვერცხუჯრედებს, მათი გამოყენება შეიძლება როგორც ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის როცა მფლობელი თვითონ შეძლებს დაორსულებას ან სუროგაციისთვიის.

თუ ენდომეტრიოზის დიაგნოზი გაქვს ან გაეცანი ამ დაავადების სიმპტომებს და ეჭვი გაქვს, რომ შენც გაწუხებს, გაიარე უფასო კონსულტაცია შენთვის მოსახერხებელი გზით.
ეს ბლოგი მზადაა მკურნალობის გზა გაგიმარტივოს, რადგან ენდომეტრიოზის მართვა შესაძლებელია და არსებობენ ადამიანები, ვინც მზადაა შენთან ერთად ეძებოს შენი პრობლემების გადაჭრის გზები!


შეავსე საკონსულტაციო ფორმა ან დაგვიკავშირდი –
მეილზე: consult@endo.ge
ფეისბუქ გვერდზე: ცხოვრება ენდომეტრიოზით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *