რესურსები

იმ შემთხვევაში თუ ენდომეტრიოზი გაქვს შენ ან შენს ახლობელს და ამ დიაგნოზთან ერთად გიწევს ცხოვრების გაგრძელება, გირჩევ გაეცნო ამ ვიდეოებსა და წიგნებს უფრო მეტი ემპათიის გამოსამუშავებლად. ამ გვერდზე შევაგროვე ინტერნეტში არსებული ის რესურსები ენდომეტრიოზის შესახებ, რომლებიც უკეთ დამეხმარა საკუთარი სხეულის გაგებასა და ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრებაში.

ეს არის წიგნი For Dummies სერიიდან, რომელიც მარტივად და მოკლედ ხსნის იმ მცირე ინფორმაციას, რომელიც ამ ეტაპზე ადამიანებმა ვიცით ამ დაავადების შესახებ. წიგნის pdf ვერსიის უფასოდ გადმოწერაა შესაძლებელი.

BBC-ის ლამაზი და მტკივნეული ვიდეო იმის შესახებ თუ რას განიცდი, როცა ენდომეტრიოზი გაქვს.

“რას განიცდი, როცა ენდომეტრიოზი გაქვს: ისეთი შეგრძნება თითქოს ვიღაც ბასრ დანებს გიყრის ვაგინაში”

BBC Stories-ის ვიდეო, სადაც ქალები ყვებიან ამ დიაგნოზით ცხოვრებისა და იმის შესახებ, რომ წლები შეალიეს ექიმებისა და გარშემომყოფებისთვის იმის მტკიცებას, რომ მათი ტკივილი რეალური და არანორმალური იყო.

ენდომეტრიოზი: “ისინი თვლიან, რომ წამალდამოკიდებული ვარ”

ასევე BBC-ის ვიდეო, რომელშიც ბრიტანელი ქალები აზიარებენ ამ დიაგნოზით ცხოვრების გამოცდილებას და იღებენ მონაწილეობას ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიაში იმისთვის, რომ არაკომპეტენტურ ექიმებსა და გარშემომყოფებს დაუმტკიცონ, რომ ენდომეტრიოზი არ არის უბრალოდ “ცუდი მენსტრუცია”, არამედ ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ბევრად უარესი შედეგების გამოწვევა შეუძლია, ვიდრე ვიღაცები ამას აღიარებენ.

“როგორ შეცვალა ენდომეტრიოზმა ჩემი ცხოვრება”

ავსტრალიური იუთუბ არხი Junkee-ს ვიდეო, სადაც ავსტრალიელი ქალები აზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და იმედს იტოვებენ, რომ ამ თემაზე ცნობიერების ამაღლებითა და შესაბამისი ფონდების დახმარებით თანხის შეგროვების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ამ დაავადების უფრო სიღრმისეული კვლევა მკურნალობის გზის მოძიებასთან ერთად.

ასევე BBC-ის ვიდეო იმის შესახებ თუ რა განცდაა, როცა მტკივნეული სექსი და მტკივნეული მენსტრუაცია გაქვს, არავინ გიჯერებს და ყველა უბრალოდ მოდუნებას გირჩევს.

რა გრძნობაა როცა მტკივნეული სექსი გაქვს

ვიდეო, სადაც ვიზუალურადაა ახსნილი ენდომეტრიოზი – https://youtu.be/8viFSWE_t9Q

ვიდეო ერთი ადამიანის გამოცდილების შესახებ.

ჩემი ცხოვრების ერთი კვირა ენდომეტრიოზით