ენდომეტრიოზის ოპერაცია – ენდოამბები

ენდომეტრიოზის ოპერაცია ანუ ლაპარასკოპია ყველაზე გავრცელებული პროცედურაა ენდომეტრიოზის დიაგნოსტირებისა და ამოკვეთისთვის. მეოცე საუკუნემდე ანუ ლაპარასკოპიული მეთოდის დანერგვამდე, რთული იყო, როგორც ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება ასევე მისი მართვა. ენდომეტრიოზის ნიშნები არ იყო საფუძვლიანად შესწავლილი და შესაბამისად მუცლის ტკივილი და ყავისფერი გამონადენი, უშვილობა, დეპრესია და სხვა უამრავი სიმპტომის დადგენა, რომელიც ამ დაავადებას შესაძლოა ახლდეს, დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. თუ ლაპარასკოპიისთვის… Continue reading ენდომეტრიოზის ოპერაცია – ენდოამბები

ვიზანას 6 თვე და მენსტრუაციის მოლოდინი

ვიზანავიზანამვიზანასვიზანასივიზანათივიზანადვიზანავ თუ დღეს ენდომეტრიოზი გაქვს და ჯერ ლაპარასკოპიას არ გეგმავ, ვიზანა შენი ლუმინალია. ვიზანა ერთერთი ჰორმონის შემცვლელი მედიკამენტია, რომელიც ყოველდღე ერთსა და იმავე დროს უნდა მიიღო და ყოველთვე სხვადასხვა ფასად (მადლობა ქართულ ეკონომიკას!) შეიძინო, რომელიც ისე დაეფულება შენს ორგანიზმს, რომ მას ენდომეტრიოზის განვითარებისა და მისი შემაწუხებელი სიმპტომების გამოვლენისგან სრულად შეაკავებს, ტკივილს დაამარცხებს, საკვერცხეების ფუნქციას დათრგუნავს,… Continue reading ვიზანას 6 თვე და მენსტრუაციის მოლოდინი

ენდოამბები IV ნაწილი

ენდოამბები IV ნაწილი იმ სერიის გაგრძელებაა, სადაც ენდომეტრიოზის მქონე ქალების ისტორიები და გამოცდილებებია თავმოყრილი. ენდოამბების გაზიარების მიზანი ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და, რაც მთავარია, ამ დიაგნოზის მქონე ქალების გაერთიანებაა. ერთი შეხედვით კი, ქრონიკული დაავადების გარშემო ვერთიანდებით, რომლის განკურნების გზაც არ არსებობს, თუმცა მისგან მოყენებული ჭრილობების მოშუშება სხვების გამოცდილების გაცნობითა და ინფორმაციის ქონით ბევრად მარტივია. თამუნა ქუმსიაშვილი, 25 წლის შეიძლება ითქვას… Continue reading ენდოამბები IV ნაწილი

ენდოამბები, III ნაწილი

ენდოამბები ენდომეტრიოზის მქონე ქალების ისტორიებია. ენდოამბების გაზიარების მიზანი ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და, რაც მთავარია, ამ დიაგნოზის მქონე ქალების გაერთიანებაა. ერთი შეხედვით კი, ქრონიკული დაავადების გარშემო ვერთიანდებით, რომლის განკურნების გზაც არ არსებობს, თუმცა მისგან მოყენებული ჭრილობების მოშუშება სხვების გამოცდილების გაცნობითა და ინფორმაციის ქონით ბევრად მარტივია. სოფო, 25 წლის ექიმთან მტკივნეული სექსის გამო მივედი და აღმომაჩნდა… Continue reading ენდოამბები, III ნაწილი

ვიზანას სამი თვე

ვიზანას სამი თვე გავიდა და მას შემდეგ რაც, ვიზანას პირველი და მეორე თვეები გავაზიარე ბლოგზე, დიდი დრო გავიდა და უკვე მეოთხე შეკვრას ვსვამ. რაღაც გვერდით ეფექტები გადალახა ჩემმა ორგანიზმმა, რაღაც ეფექტებს შეეგუა და ზოგს ვერც შეეგუა. ასევე ჯერჯერობით არ ივიწყებს იმ პერიოდს, როცა ოვულაციის და მენსტრუაციის პერიოდია (როცა ყველაზე, ყველაზე მძიმე იყო ტკივილი) და მახსენებს… Continue reading ვიზანას სამი თვე