ენდოამბები V ნაწილი

ენდოამბები V ნაწილი იმ სერიის გაგრძელებაა, სადაც ენდომეტრიოზის მქონე ქალების ისტორიები და გამოცდილებებია თავმოყრილი. ენდოამბების გაზიარების მიზანი ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და, რაც მთავარია, ამ დიაგნოზის მქონე ქალების გაერთიანებაა. ერთი შეხედვით კი, ქრონიკული დაავადების გარშემო ვერთიანდებით, რომლის განკურნების გზაც არ არსებობს, თუმცა მისგან მოყენებული ჭრილობების მოშუშება სხვების გამოცდილების გაცნობითა და ინფორმაციის ქონით ბევრად მარტივია. მაკა 32 წლის საიდან დავიწყო მოყოლა არც… Continue reading ენდოამბები V ნაწილი

ვიზანას სამი თვე

ვიზანას სამი თვე გავიდა და მას შემდეგ რაც, ვიზანას პირველი და მეორე თვეები გავაზიარე ბლოგზე, დიდი დრო გავიდა და უკვე მეოთხე შეკვრას ვსვამ. რაღაც გვერდით ეფექტები გადალახა ჩემმა ორგანიზმმა, რაღაც ეფექტებს შეეგუა და ზოგს ვერც შეეგუა. ასევე ჯერჯერობით არ ივიწყებს იმ პერიოდს, როცა ოვულაციის და მენსტრუაციის პერიოდია (როცა ყველაზე, ყველაზე მძიმე იყო ტკივილი) და მახსენებს… Continue reading ვიზანას სამი თვე

რა არის ენდომეტრიოზი?

ენდომეტრიოზისგან განკურნება შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ მისი მართვა. ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსი, რომელიც ყოველთვიურად ჩამოიფრცქვნება, მენსტრუაციის დროს) მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება. ენდომეტრიოზის დროს ენდომეტრიუმის ქსოვილები არაბუნებრივ ადგილას ინაცვლებენ და იქ იწყებენ განვითარებას და მოქმედებას. ენდომეტრიული კერები შეიძლება გამრავლდნენ ყველგან საშვილოსნოს მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოს კედლებზე, შარდის ბუშტში, სწორ ნაწლავზე,… Continue reading რა არის ენდომეტრიოზი?