ქრონიკული ტკივილი რთული სამედიცინო მდგომარეობაა, რომელიც გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანზე მთელ მსოფლიოში. სამწუხაროდ, ქრონიკული ტკივილის მქონე პირები ხშირად საზოგადოების მხრიდან სკეპტიციზმს და უნდობლობას აწყდებიან თითქოს ტკივილი “მათ თავშია” და რელობაში არ ეფუძნება სამედიცინო პრობლემას.
ქრონიკული ტკივილის უარყოფა და დამოკიდებულება “პრობლემა შენს თავშია” იმათი ცხოვრებისეული გამოცდილების გაუქმებას ნიშნავს, ვინც ამას იტანს. ქრონიკული ტკივილი ნამდვილია, ეს ფიზიკური ფენომენი რეალური ფიზიოლოგიური ფაქტორებითაა გამოწვეული, მაგალითად როგორიცაა ფიბრომიალგია, შაკიკი, ართრიტი, ნერვის დაზიანება ან ენდომეტრიოზი.
პირადი ისტორიების მოსმენა ან კვლევების გაცნობა დაგეხმარებათ ამ აზრის უკეთ წარმოდგენასა და გაგებაში.
ტკივილის აღქმა
ტკივილი არის სენსორული, ემოციური და კოგნიტური ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედება. ის არა მხოლოდ ფიზიკური შეგრძენებაა, არამედ ტვინის ინტერპრეტაციასა და ტკივილის სიგნალების დამუშავებასაც მოიცავს. სწორედ ეს კომპლექსურობაა, რაც ხშირად ხელს უწყობს იმ მოსაზრებას რომ ტკივილი ფსიქოლოგიურია.
კვლევების თანახმად, ქრონიკული ტკივილი სათავეს ნერვულ სისტემაში იღებს. მუდმივი ტკივილი შესაძლოა ნერვის დაზიანებით, რეცეპტორებიდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავების შეცვლით ან ტვინსა და სხეულს შორის არასწორი სიგნალებით იყოს გამოწვეული.
ქრონიკულ ტკივილს შეიძლება ჰქონდეს სიღრმისეული გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რაც ხშირად იწვევს შფოთვას, დეპრესიას და პოსტტრავმული სტრესის აშლილობასაც კი (PTSD).
ტკივილის მენეჯმენტის გზები ენდომეტრიოზის პაციენტებისთვის
ჰორმონალური თერაპია: ჰორმონალური თერაპია არაა ენდომეტრიოზისგან განკურნების გზა, თუმცა სიმპტომების მენეჯმენტისთვის ხშირად გამოიყენება კომბინირებული ორალური კონტრაცეფტივები ან სხვა ჰორმონალური მედიკამენტები. ეს მეთოდები შესაძლოა დამხმარე მექანიზმად გამოყენებული იყოს ტკივილთან გასამკლავებლად, თუმცა სამწუხაროდ, ხშირად ამ მედიკამენტების გვერდით ეფექტებთან გამკლავებაც ახალ გამოწვევას წარმოადგენს ენდომეტრიოზის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის.
ტკივილგამაყუჩებლები: ტკივილგამაყუჩებლების მიღება ასევე ერთერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია ტკივილის მართვისას. მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ შკალაზე უკვე ძალიან მაღლა ასული ტკივილის შემცირება ბევრად უფრო რთულია, ამიტომ შესაძლებელია წინასწარ განისაზღვროს (მაგალითად პრემენსტრუალურ ფაზაში) ტკივილის მოახლოება, შესაძლოა ტკივილგამაყუჩებლის ადრეულად მიღებით თავიდან იქნას აცილებული ძლიერი ტკივილები. თუ აფთიაქში მარტივად ხელმისაწვდომი ტკივილგამაყუჩებლები არაა საკმარისი, ექიმები დამატებით უფრო ძლიერ მედიკამენტებსაც ნიშნავენ ხოლმე.
ფიზიკური თერაპია: მენჯის ქვედა არის თერაპია – სპეციალიზებულმა ფიზიოთერაპიამ მენჯის ღრუს კუნთების მოდუნებაში და ტკივილთან გამკლავებაში შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს, ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება ენდომეტრიოზის მქონე პაციენტებთან (საქართველოში ამ ეტაპზე არაა ხელმისაწვდომი).
Ფიზიკური დატვირთვა – რეგულარული ვარჯიში, როგორიცაა გაწელვა და იოგა, შესაძლოა ტკივილის შემცირებაში და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაში დიდი როლის მატარებელი იყოს.
კვების რაციონის ცვლილებები
ანთების საწინააღმდეგო დიეტა: ისეთი საჭმელების მიღება, რომლიც ანთებას ამცირებს როგორიცაა ომეგა 3-ის შემცველი ცხიმები, ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, შესაძლოა დამხმარე საშუალება იყოს ენდომეტრიოზის ტკივილთან გასამკლავებლად.
მატრიგერებელი საჭმელების თავიდან არიდება: ზოგი პაციენტი გრძნობს შვებას ისეთი საჭმელების ამოღებისას რაციონიდან, რომლიც სიმპტომებს ამძაფრებს, მაგალითად კოფეინი, ალკოჰოლი და გადამუშავებული საჭმელები.
ალტერნატიული თერაპიები:
აკუპუნქტურა: ტრადიციული ჩინური მედიცინის ტექნიკა შესაძლებელია ტკივილის მენეჯმენტსა და სტრესის შემცირებაში გამოსადეგი მეთოდი იყოს.
გონება-სხეული ტექნიკები – პრაქტიკები როგორიცაა მედიტაცია, მაინდფულნესი და ა.შ. ასევე კარგი მეთოდებია ქრონიკული ტკივილის მქონე ადამიანებისთვის.
სითბოს თერაპია: თბილი აბაზანები და სათბურები. სითბოს თერაპიის გამოყენებით ქვედა მენჯის არეში შესაძლებელია კუნთების მოდუნება და ტკივილის შემცირება
სტრესის მენეჯმენტი:
ფსიქოთერაპია და დამხმარე ჯგუფები: თერაპევტთან საუბარი ან დამხმარე ჯგუფში გაწევრიანება შესაძლოა ემოციური მხარდაჭერის კარგი მეთოდი იყოს, ქრონიკულ ტკივილთან გასამკლავებლად.
მოდუნების ტექნიკები: ტექნიკები როგორიცაა სუნთქვითი ვარჯიშები შესაძლოა სტრესის მენეჯმენტსა და შესაბამისად ტკივილის კონტროლში დამხმარე იყოს.
ქირურგიული ჩარევა:
ზოგიერთი პაციენტისთვის ლაპარასკოპიული მეთოდით ენდომეტრიული კერების ამოკვეთა ტკივილს ამცირებს ან გარკვეული დროით აქრობს კიდეც.
წყაროები: https://www.thespooniesociety.com.au/blogs/news/knowing-pain-isnt-in-your-head-understanding-chronic-pain?fbclid=IwAR0bs8kYWHaI1kSXeUPtIZumk7uejCVXrHU7vFYpbddt4a9HIK4BHpcjr9k
https://cdn.shopify.com/s/files/1/0004/9659/9091/files/3865_Design_Endo_Diagnosis_Toolkit_C.pdf?v=1658837738