ჩემი ლაპარასკოპიის შემდეგ გავიდა ორი წელი და ამ ორ წელში კიდევ დამატებით იმდენი მეთოდი გამოვცადე ენდომეტრიოზის სამართავად, რომ აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ. პირველ რიგში, ისევ ხაზს გავუსვამ, რომ ეს არის უნიკალურად ჩემი გამოცდილება და ზოგადად ენდომეტრიოზის გამოვლინებები იმდენად უნიკალურია, რომ გამოცდილებებიც შესაბამისად ძალიან განსხვავდება. ჩემს მიზანს, ამ პროექტის ფარგლებში, მაქსიმალურად ბევრი…
Author: Nat Noideaz
ლაპარასკოპია ყველას და ენდომეტრიოზი არავის!
როგორც იქნა და როგორც ცხოვრებას სჩვევია ხოლმე, დაუგეგმავად გეგმიური ლაპარასკოპიაც გამოვიარე და საკუთარ რეფლექსიას მე თვითონვე მოგიყვებით, ენდომეტრიოზის დიაგნოზიდან 3 წლის და ამ ბლოგის შექმნიდან 1 წლის თავზე ანუ მას შემდეგ, რაც ძალიან ბევრი რაღაც გავიგე ჩემი სხეულის, ენდომეტრიოზის და ენდომეტრიოზის მქონე სხვა ადამიანების სხეულების შესახებ. ლაპარასკოპია ისევე, როგორც ვიზანა…
ცხოვრება ენდომეტრიოზთან ერთად – ჯასტინა გრინი
10-დან 1 ქალს ენდომეტრიოზი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქალები, უმძიმესი სიმპტომებით, ხშირად ყოველი თვის დიდ ნაწილს საწოლზე მიჯაჭვულები ატარებენ, ამ დაავადების დიაგნოსტირება უმეტესწილად არასწორად ხდება და ითვლება, რომ მხოლოდ მძიმე პრემენსტრუალურ სიმპტომებთან (პმს) გვაქვს საქმე. იმისათვის, რომ ნათელი მოჰფინოს დაავადებას, რომელიც მილიონობით ქალს აწუხებს და რომელზე საუბარიც იშვიათად ხდება, ილუსტრატორმა…
ენდოამბები, VI ნაწილი
ენდოამბები V ნაწილი იმ სერიის გაგრძელებაა, სადაც ენდომეტრიოზის მქონე ქალების გულწრფელი ისტორიები და გამოცდილებებია თავმოყრილი. ენდოამბების გაზიარების მიზანი ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და, რაც მთავარია, ამ დიაგნოზის მქონე ქალების გაერთიანებაა. ერთი შეხედვით კი, ქრონიკული დაავადების გარშემო ვერთიანდებით, რომლის განკურნების გზაც არ არსებობს, თუმცა მისგან მოყენებული ჭრილობების მოშუშება სხვების გამოცდილების გაცნობითა და ინფორმაციის ქონით ბევრად მარტივია. გაეცანი…
რა არის ადენომიოზი?
ადენომიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს ამომფენი გარსი (ენდომეტრიუმი) საშვილოსნოს კედლის კუნთოვან მასაში (მიომეტრიუმში) იზრდება. ადენომიოზი შესაძლოა მოიცავდეს მთელ საშვილოსნოს ან ლოკალიზებული იყოს მხოლოდ ერთ წერტილში. [წყარო] წარმოგიდგენთ ადენომიოზს, ენდომეტრიოზის მეგობარს! მიუხედავად იმისა, რომ ადენომიოზი კეთილთვისებიან (სიცოცხლისთვის საფრთხის არშემქმნელ) დაავადებად ითვლება, მის მიერ გამოწვეული ქრონიკული ტკივილი და მძიმე მენსტრუალური დენა…