ენდომეტრიოზის ისტორია დიდია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მას არ აქვს რაიმე პათონოგენური ნიშნები ან სიმპტომები რთულია მისი დიაგნოსტირება. შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არსებობს ენდომეტრიოზის მქონე ყველა პაციენტისათვის დამაკმაყოფილებელია თერაპია. ეს თერაპიები არადამაკმაყოფილებელი იმის გამო რომ მხოლოდ ტკივილისა ან უშვილობის სიმპტომების გაუმჯობესება შეუძლიათ და მათი მეშვეობით ვერ ხერხდება დაავადებისგან განკურნება. ჰისტერექტომია ადნექსექტომიით არის ერთადერთი ქირურგიული მეთოდი, რომელიც აღმოფხვრის დაავადებას, თუმცა ეს მეთოდი, რა თქმა უნდა არასასურველი და მიუღებელია ახალგაზრდა პაციენტებში ან ქალებში, რომლებიც მომავალში არ გამორიცხავენ დაორსულებას. ლაპარატოომის მსგავსი კონსერვატული ოპერაცია ან ლაპარასკოპია უფრო ხშირად გამოიყენება დაავადების სამართავად, ჰორმონალურ მკურნალობასთან კომბინაციაში. [წყარო]
უამრავი შეკითხვა რჩება პასუხგაუცემელი ენდომეტრიოზთან დაკავშირებით, თუმცა რისი თქმაც დანამდვილებით შეგვიძლია ისაა, რომ ათწლეულებია ქალები ამ დაავადებისგან იტანჯებიან და ენდომეტრიოზის ისტორია ნამდვილად დიდია. მისი მსგავსი დაავადებები ძველ სამედიცინო ტექსტებში აღწერილია ჯერ კიდევ 4,000 წლის წინ, თუმცა ამის მიუხედავად, ენდომეტრიოზი უმეტესწილად ამოუცნობ დაავადებად რჩება.
სამედიცინო ლიტერატურის კველევებიდან დასტურდება, რომ საუკუნეების განმავლობაში ქვედა მენჯის ტკივილი ქალებში მათ სიგიჟედ, სისუსტედ და მათი გარყვნილების დამსახურებულ შედეგად ითვლებოდა.
ასევე მიიჩნევა, რომ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში შესაძლებელია ენდომეტრიზის სიმპტომები ხშირად ჩათვლილი ყოფილიყო ისტერიად ანუ დიაგნოზად, რომელიც თავისმხრივ რეპუტაციულ, სოციალურ, ფიზიკურ და ფსიქიკურ ზიანს აყენებდა ქალებს. უკეთ რომ წარმოიდგინოთ ამ დიაგნოზის სიმწვავე – მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებს, მათ შორის ისტერიის დიაგნოზის მქონე ქალებს, ხშირად აპატიმრებდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტებში, სადაც პაციენტები ფიზიკურად იყვნენ დაბმულები ციხის კამერებში ჯაჭვებით ან დამაწყნარებელი პერანგებით.
სამწუხაროდ, დღესდღეობითაც თავიანთ ჩივილებზე ქალები ხშირად იღებენ პასუხს, რომ „ყველაფერი მათ თავშია“ რაც ისტერიის მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა სინამდვილეში.
დიაგნოსტირებაში დასმულ შეცდომებს, ქალების აპენდექტომიაც მიეკუთვნება, რადგან ზოგიერთი კვლევის თანახმად, მათი 52% დაუსაბუთებელი იყო.
ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით კი ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ მაინც შორს ვართ ზუსტი, არაინვაზიური დიაგნოსტირების მეთოდებისგან. ამასობაში, ჯერ კიდევ ბევრი ჰისტერექტომია ტარდება მინიმალური ინვაზიური მეთოდების ნაცვლად და ჯერ კიდევ ქირურგების მცირე ნაწილს შეუძლია რთული (advanced) ლაპარასკოპიული ტექნიკების გამოყენებით ოპერაციის ჩატარება და ლაპარატომიის მეთოდი ბევრგან პირველ არჩევანად რჩება. ქალებს მკურნალობის მეთოდად დაორსულებას დღესაც ისევე სთავაზობენ, როგორც 4,000 წლის წინ.
მეცხრამეტე საუკუნის ვიქტორიანულ ერაში ქალები დელიკატურ არსებებად მიიჩნეოდნენ და ექიმები თვლიდნენ, რომ მენსტრუალური ტკივილების მქონე ახალგაზრდა ქალებს თავი უნდა შეეკავებინათ ნოველების კითხვისა ან მუსიკის მოსმენისგან, რადგან მსგავსი ჰობის ქონა მიიჩნეოდა ზედმეტი მღელვარების გამომწვევად მათი სენსიტიური ბუნებიდან გამომდინარე და შესაბამისად ამძაფრებდა მათ დაავადებას.
მეოცე საუკუნის, 1900 და 1970 წლებს შორის პერიოდი მედიცინაში უპრეცედენტო მიღწევებით ხასიათდება. ამ პერიოდში პენიცილინმა ბაქტერია დაამარცხა, რამაც მსოფლიოში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა გააორმაგა.
ენდომეტრიოზის სამკურნალოდ კი შემდეგი ხუთი ეფექტური თერაპიული ვერსია არსებობდა:
1. ტოტალური და სუბტოტალური ჰისტერექტომია, ორმხრივ ადნექსექტომია
2. ჰისტერექტომია საკვერცხეების დაზოგვით
3. კონსერვატიული მკურნალობა ორგანოს დაზოდვით, კერების “წერტილოვანი” ამოკვეთა
4. რადიუმით მკურნალობა
5. ჰორმონალური მკურნალობა
1920 წელს თომას კალენი იყო პირველი ვინც მორფოლოგიური და კლინიკური სურათი აღწერა იმ დაავადებებისა, რომლებიც დღეს ენდომეტრიოზად და ადენომიოზადაა ცნობილი და მაშინ „ადენომიომად“ მოიხსენიებოდა.
„ენდომეტრიოზი“ დაავადების დასახელებლად ჯონ სემპსონის მიერ 1927 წელს დამკვიდრდა. [წყარო]
1957 წელს შეიქმნა ჰორმონალური კონტრაცეპტივი, რომლის პირველადი დანიშნულებაც მენსტრუალური დარღვევების მკურნალობა იყო, პირველები ვინც ამ მედიკამენტით მკურნალობა დაიწყო ენდომეტრიოზის მქონე ქალები იყვნენ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდული იყო ცოდნა ამ წამლის გრძელვადიანი ეფექტების შესახებ, პირველი პროტოტიპები ესტროგენის ძალიან მაღალ დოზებს შეიცავდა და შესაბამისად ბევრ გვერდით ეფექტს იწვევდა. ზოგიერთი კვლევის თანახმად, საწყის ეტაპზე ამ მკურნალობაში ჩართულ ქალებში კიბოს მაღალი ინციდენტობა დაფიქსირდა.
1970 წელს უკვე ვიდეო ლაპარასკოპიული ოპერაციები დამკვიდრდა, რამაც უკვე 1984-86 წლებში შესაძლებლობა მისცა ექიმებს ენდომეტრიოზის მძიმე შემთხვევების ლაპარასკოპიით მკურნალობისა და გარკვეულწილად მოიტოვა ლაპარატომია უკან.
მიუხედავად იმისა, რომ 4,000 წელია მედიცინა ამ დაავადებას აღწერს, ჯერ კიდევ არ არსებობს განკურნება ენდომეტრიოზისგან და არ არის საკმარისად ნაკვლევი მისი განვითარების მიზეზები და მათი პრევენციის შესაძლებლობა. [წყარო]