დაღლილობა, როგორც სიმპტომი ცალკე მინდა გამოვყო, რადგან ერთი მხრივ ენდომეტრიოზის სიმპტომადაც ბევრგანაა ნახსენები და გამოყოფილი და მეორე მხრივ ვიზანას გვერდით ეფექტებშიც შედის. ბევრი წელია მაწუხებს არსაიდან მოსული უენერგიობა, უამრავი ძილის შემდეგ ისევ ძილის სურვილი და ტკივილამდე გამძაფრებული დაღლა, რასაც ძირითადად საკუთარ სიზარმაცეს, დეპრესიულობას, უჟმურობას, ცუდ ადამიანობას და ათას ცუდ თვისებას…