ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, 10-დან 1 ქალს ენდომეტრიოზი აქვს.
ენდომეტრიოზის დიაგნოსტირებას საშუალოდ 8-9 წელი სჭირდება.
ამ დაავადებასთან დაკავშირებით არ არის ბევრი ინფორმაცია ხელმისაწვდომი ქართულ ენაზე, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეს გზამკვლევი, რომელიც
იმედი გვაქვს, დაგეხმარება:
- გაიგო, რა არის ენდომეტრიოზი
- უკეთ გაეცნო ენდომეტრიოზის სიმპტომებს
- უკეთ გაეცნო, ენდომეტრიოზის მართვის სტრატეგიებს
- მოემზადო გინეკოლოგთან ვიზიტისთვის
- აწარმოო სიმპტომების დღიური საკუთარი სხეულის უკეთ შესაცნობად
თუ ენდომეტრიოზის გზამკვლევის ამობეჭდვას გადაწყვეტ, იმისთვის, რომ უფრო გაგიმარტივდეს სიმპტომების დღიურის შევსება, შეგიძლია, ამ ბმულიდან გადმოწერო: ენდომეტრიოზის გზამკვლევი