ბლოგი

ვიზანას 6 თვე და მენსტრუაციის მოლოდინი

ვიზანავიზანამვიზანასვიზანასივიზანათივიზანადვიზანავ თუ დღეს ენდომეტრიოზი გაქვს და ჯერ ლაპარასკოპიას არ გეგმავ, ვიზანა შენი ლუმინალია. ვიზანა ერთერთი ჰორმონის შემცვლელი მედიკამენტია, რომელიც ყოველდღე ერთსა და იმავე დროს უნდა მიიღო და ყოველთვე სხვადასხვა ფასად (მადლობა ქართულ ეკონომიკას!) შეიძინო, რომელიც ისე დაეფულება შენს ორგანიზმს, რომ მას ენდომეტრიოზის განვითარებისა და მისი შემაწუხებელი სიმპტომების გამოვლენისგან სრულად შეაკავებს, ტკივილს დაამარცხებს, საკვერცხეების ფუნქციას დათრგუნავს,… Continue reading ვიზანას 6 თვე და მენსტრუაციის მოლოდინი

მითები ენდომეტრიოზზე, რომლებიც უნდა დავივიწყოთ

მითები ენდომეტრიოზზე უამრავია, რასაც ძირითადად ის უიმედობა იწვევს, რომელიც ქრონიკულ დაავადებას ახლავს, თუმცა სხვა ქრონიკული დაავადებებისგან განსხვავებით ენდომეტრიოზს კვლევებისა და ინფორმაციის სიმწირეც ახლავს. ძალიან ცოტა დროა გასული, რაც დღის წესრიგში ენდომეტრიოზზე საუბარი დაწინაურდა, ჯერ კიდევ ბევრს არ სმენია ამ დაავადების შესახებ და ჯერ კიდევ არსებობენ მსოფლიოში ექიმები, რომლებიც არ აღიარებენ ამ დაავადების სივერაგეს. ბევრი უიმედოდ… Continue reading მითები ენდომეტრიოზზე, რომლებიც უნდა დავივიწყოთ

ენდოამბები IV ნაწილი

ენდოამბები IV ნაწილი იმ სერიის გაგრძელებაა, სადაც ენდომეტრიოზის მქონე ქალების ისტორიები და გამოცდილებებია თავმოყრილი. ენდოამბების გაზიარების მიზანი ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და, რაც მთავარია, ამ დიაგნოზის მქონე ქალების გაერთიანებაა. ერთი შეხედვით კი, ქრონიკული დაავადების გარშემო ვერთიანდებით, რომლის განკურნების გზაც არ არსებობს, თუმცა მისგან მოყენებული ჭრილობების მოშუშება სხვების გამოცდილების გაცნობითა და ინფორმაციის ქონით ბევრად მარტივია. თამუნა ქუმსიაშვილი, 25 წლის შეიძლება ითქვას… Continue reading ენდოამბები IV ნაწილი

შფოთვა, დეპრესია და ენდომეტრიოზი

შფოთვა, დეპრესია და ენდომეტრიოზი ამ დაავადების მქონე ქალებისთვის განუყრელი პრობლემებია. ენდომეტრიოზის სიმპტომები ხშირად ახდენს გავლენას პაციენტების ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფუნქციონირებაზე. ამიტომ ენდომეტრიოზი ითვლება მწყობრიდან გამომყვან მდგომარეობად, რომელმაც შეიძლება დამაზიანებლად იმოქმედოს ურთიერთობებზე, სექსუალობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ფსიქოლოგიურ ფაქტორებს მნიშვნელოვანი როლი უკავიათ სიმპტომების სიმძიმის განსაზღვრაში. ქალები, რომლებიც იტანჯებიან ენდომეტრიოზით აფიქსირებენ შფოთვას, დეპრესიას და სხვა ფსიქიატრიულ პრობლემებს.  ერთერთი… Continue reading შფოთვა, დეპრესია და ენდომეტრიოზი

ლაპარასკოპია და ენდომეტრიოზი

რა არის ლაპარასკოპია? ლაპარასკოპია ყველაზე გავრცელებული პროცედურაა ენდომეტრიოზის დიაგნოსტირებისა და ამოკვეთისთვის. მუცლის ღრუს მთლიანად გაკვეთის ნაცვლად, ქირურგი სამ პატარა პორტს იყენებს, აქედან ერთი ჭიპიდან იდგმება. შედეგად მუცელზე მხოლოდ სამი დაახლოებით ერთ სანტიმეტრიანი განაკვეთი კეთდება რომელიც უკვალოდ ხორცდება. მუცლის ღრუს დასათვალიერებლად ქირურგი ლაპარასკოპს იყენებს, რომელსაც მილის ერთ ბოლოში ნათურა და კამერა აქვს დამაგრებული და მუცლისა და… Continue reading ლაპარასკოპია და ენდომეტრიოზი