Skip to content
ცხოვრება ენდომეტრიოზით

ენდომეტრიოზი და მისი მკურნალობის მცდელობები

  • მთავარი გვერდი
  • რა არის ენდომეტრიოზი?
  • ენდომეტრიოზის გზამკვლევი
  • ბლოგი
  • ბლოგის შესახებ
  • რესურსები
  • კონტაქტი

ენდომეტრიოზი და მისი მკურნალობის მცდელობები

კვერცხუჯრედის გაყინვა

Anuka Chonishvili, January 7, 2021January 7, 2021
კვერცხუჯრედის გაყინვა

კვერცხუჯრედის გაყინვა და რეპროდუქციული უნარები

ქალის რეპროდუქციული უნარი ასაკთან ერთად თანდათანობით იკლებს. როგორც ცნობილია ქალს დაბადებიდანვე აქვს წინასწარგანსაზღვრული კვერცხუჯრედების რაოდენობა (საშუალოდ 400), რომელიც მენარქეს დაწყების შემდეგ ყოველთვიურად მწიფდება და ემზადება გასანაყოფიერებლად. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება კვერცხუჯრედების რაოდენობა და იკლებს მათი ხარისხიც. თუმცა ასაკის გარდა, ბევრ სხვა ფაქტორს აქვს გავლენა შვილოსნობაზე (ქრონიკული დაავადებები, ანთებითი პროცესები და ასე შემდეგ). 

ზოგჯერ კი ქალები თვლიან რომ შვილის გაჩენა გვიან ასაკში ურჩევნიათ მაგრამ ეშინიათ იმ დროისთვის მათი რეპროდუქციული მდგომარეობა როგორი იქნება. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი  გამოსავალი კვერცხუჯრედების “შენახვა“ ანუ “გაყინვაა“. 

რა შემთხვევებში მიმართავენ ქალები კვერცხუჯრედის გაყინვას?

  • თუ ქალს აქვს რაიმე დაავადება ან მდგომარეობა რომელიც ხელს უშლის მის ორსულობას –   ეს შესაძლოა იყოს ავტოიმუნური დაავადებები (მაგ: ლუპუსი), ან პაციენტი ტრანსგენდერია და სურს შეინახოს საკუთარი გენეტიკური მასალა სამომავლო განაყოფიერებისთვის. 
  • პაციენტს ესაჭიროება ქიმიოთერაპია –  როგორც ცნობილია, ქიმიოთერაპიის დროს გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი აზიანებს საკვერცხეს და ამცირებს კვერცხუჯრედების რაოდენობას, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე შესაძლებელია კვერცხუჯრედების გაყინვა.
  • ინ ვიტრო განაყოფიერება –    თუ ბუნებრივი გზით ვერ ხდება დაორსულება, შესაძლებელია ინ ვიტრო განაყოფიერების გამოყენება, რომლისთვისაც საჭირო ხდება კვერცხუჯრედის ან უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედის „გაყინვა“. 
  • რეპროდუქციული ასაკის გადაწევა –   ზოგჯერ კი ქალებს უბრალოდ არ სურთ 40 წლამდე შვილების გაჩენა და უბრალოდ კვერცხუჯრედებს სამომავლოდ ინახავენ.

კვერცხუჯრედის გაყინვის ეტაპები

საკვერცხეების სტიმულაცია, კვერცხუჯრედების მიღება და შემდგომ მათი გაყინვა.

საკვერცხეების სტიმულაცია: ექიმი რამდენიმე წამალს დაგინიშნავთ რომელიც საშუალებას მისცემს თქვენს საკვერცხეს ერთის ნაცვლად რამდენიმე ფოლიკული მოამზადოს განაყოფიერებისთვის.

კვერცხუჯრედის მიღება: სტიმულაციის შემდეგ კლინიკაში ანესთეზიის ფონზე მოხდება საკვერცხეებიდან გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედის მიღება. 

გაყინვა: კვერცხუჯრედის მიღების შემდეგ უკვე ხდება მათი გაყინვა და სამომავლოდ შენახვა. 

რაც შეეხება გაყინულ კვერცხუჯრედებს, მათი გამოყენება შეიძლება როგორც ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის როცა მფლობელი თვითონ შეძლებს დაორსულებას ან სუროგაციისთვიის.

თუ ენდომეტრიოზის დიაგნოზი გაქვს ან გაეცანი ამ დაავადების სიმპტომებს და ეჭვი გაქვს, რომ შენც გაწუხებს, გაიარე უფასო კონსულტაცია შენთვის მოსახერხებელი გზით.
ეს ბლოგი მზადაა მკურნალობის გზა გაგიმარტივოს, რადგან ენდომეტრიოზის მართვა შესაძლებელია და არსებობენ ადამიანები, ვინც მზადაა შენთან ერთად ეძებოს შენი პრობლემების გადაჭრის გზები!


შეავსე საკონსულტაციო ფორმა ან დაგვიკავშირდი –
მეილზე: consult@endo.ge
ფეისბუქ გვერდზე: ცხოვრება ენდომეტრიოზით

Post Views: 866
Uncategorized ინ ვიტრო განაყოფიერებაკვერცხუჯრედებიკვერცხუჯრედების რაოდენობაკვერცხუჯრედის გაყინვაკვერცხუჯრედის მიღებაკვერცხუჯრედის შენახვარეპროდუქციული ასაკირეპროდუქციული მდგომარეობარეპროდუქციული უნარისაკვერცხეების სტიმულაციაქიმიოთერაპია და რეპროდუქცია
გამოგვყევი:
Facebook
Instagram
TikTok

Post navigation

Previous post
Next post

Recent Posts

  • ენდომეტრიოზის გზამკვლევი
  • პოლიკისტოზის მართვა – ნინკას პოლიამბავი
  • ქრონიკული ტკივილი და ენდომეტრიოზი
  • რატომ ვსაუბრობთ ენდომეტრიოზზე?
  • პასუხები შეკითხვებზე ენდომეტრიოზის შესახებ
©2025 ცხოვრება ენდომეტრიოზით | WordPress Theme by SuperbThemes