ენდომეტრიოზისგან განკურნება შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ მისი მართვა. ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსი, რომელიც ყოველთვიურად ჩამოიფრცქვნება, მენსტრუაციის დროს) მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება. ენდომეტრიოზის დროს ენდომეტრიუმის ქსოვილები არაბუნებრივ ადგილას ინაცვლებენ და იქ იწყებენ განვითარებას და მოქმედებას. ენდომეტრიული კერები შეიძლება გამრავლდნენ ყველგან საშვილოსნოს მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოს…