რა არის ლაპარასკოპია? ლაპარასკოპია ყველაზე გავრცელებული პროცედურაა ენდომეტრიოზის დიაგნოსტირებისა და ამოკვეთისთვის. მუცლის ღრუს მთლიანად გაკვეთის ნაცვლად, ქირურგი სამ პატარა პორტს იყენებს, აქედან ერთი ჭიპიდან იდგმება. შედეგად მუცელზე მხოლოდ სამი დაახლოებით ერთ სანტიმეტრიანი განაკვეთი კეთდება რომელიც უკვალოდ ხორცდება. მუცლის ღრუს დასათვალიერებლად ქირურგი ლაპარასკოპს იყენებს, რომელსაც მილის ერთ ბოლოში ნათურა და კამერა…