ენდომეტრიოზის ოპერაცია – ენდოამბები

ენდომეტრიოზის ოპერაცია

ენდომეტრიოზის ოპერაცია ანუ ლაპარასკოპია ყველაზე გავრცელებული პროცედურაა ენდომეტრიოზის დიაგნოსტირებისა და ამოკვეთისთვის. მეოცე საუკუნემდე ანუ ლაპარასკოპიული მეთოდის დანერგვამდე, რთული იყო, როგორც ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება ასევე მისი მართვა. ენდომეტრიოზის ნიშნები არ იყო საფუძვლიანად შესწავლილი და შესაბამისად მუცლის ტკივილი და ყავისფერი გამონადენი, უშვილობა, დეპრესია და სხვა უამრავი სიმპტომის დადგენა, რომელიც ამ დაავადებას შესაძლოა ახლდეს, დიდ გამოწვევას წარმოადგენდა.

თუ ლაპარასკოპიისთვის ემზადებით თქვენ ან თქვენი პარტნიორი/მეგობარი ემზადება, უბრალოდ გაინტერესებთ ეს საკითხი, რადგან მომავალში შესაძლოა თქვენც დაგჭირდეთ, გთავაზობთ ქართულ ჯანდაცვის სისტემაში მიღებულ გამოცდილებებსა და ისტორიებს.

მარი-ამი

ენდომეტრიოზის ოპერაცია (რეაბილიტაცია): 48 საათში გამწერეს, როგორც კი გახვალთ, უფრო გამარტივდება ყველაფერი. კლინიკაში მაინც უფრო მძიმედ აღვიქვამთ. ჩემთვისაც მძიმე იყო. მეოთხე დღეს ლისზე ვსეირნობდი:დ ტკივილები არ მქონია. ადგომა-დაჯდომა იყო დისკომფორტი და სიცილი არ შემეძლო :))  ყველაზე რთული ძილი იყო, რადგან ზურგზე მეძინა დილით ხერხემლის ტკივილი მაღვიძებდა. სახვევებიც ორ დღეში მოვიხსენი და ჩვეულებრივ ვაკეთებდი ყველაფერს, შენელებულად ოღონდ:დ

ნია

ენდომეტრიოზის ოპერაცია (რეაბილიტაცია):
მგონი ძალიან ინდივიდუალური საკითხია. ჩემამდე ჩემმა მეგობარმა გაიკეთა რამდენიმე დღით ადრე. მოკლედ იმას ძალიან გაუჭირდა. სიცხეც ჰქონდა, ძირითადად იწვა. მე ოპერაციის შემდეგ რამდენიმე საათში ავდექი. ერთადერთი რაც მიჭირდა სიცილი იყო. ტკივილები არც კი მახსოვს. ოპერაციის მერე ციკლის დროს ტკივილები უკვალოდ გაქრათქო მოვიტყუები, მაგრამ ეხლა ისე მოდის და მიდის ვერ ვიგებ. ორ თვეში დავორსულდი და შარშან ოქტომბერში გავაჩინე. ციკლი სამი ოთხი თვეა აღმიდგა და ეხლა ვაპირებ კიდე მისვლას შესამოწმებლად.

ალექსანდრა

ენდომეტრიოზის ოპერაცია (რეაბილიტაცია): მეორე დღესვე დავდიოდი, კლინიკის დერეფნებში ბოლთას ვცემდი 😁სუბფებრილიტეტი (დაბალი სიცხე 37-37.5) და სისუსტე დაახლოებით 1 კვირა გამიგრძელდა, ამიტომ სახლიდან მხოლოდ ნაკერების შესამოწმებლად გავედი ერთხელ (ნაკერი არც ჰქვია, სპეც წებოთი დამაწებეს 😁 ). ტკივილი თითქმის არ მქონია, არ მახსოვს რომ ძალიან შემაწუხებელი ყოფილიყოს რეაბილიტაციის პერიოდი. 2 კვირაში სამსახურში დავბრუნდი. 7 წლის წინ მოხდა ეს ამბავი ☺️
ის საკვერცხე მშვენივრადაა, ახლა მეორეზე მაქვს ცისტა, რომელიც ვიზანათი “მიჭირავს” დიდი რომ არ გაიზარდოს ☺️
2018-მდე აღარაფერს შევუწუხებივარ, ანუ 5 წლიანი შვება მაჩუქა ჩემმა არაჩვეულებრივმა ექიმმა 🥰 ისე კი ქრონიკული მდგომარეობაა, რას ვიზამთ…

მარიამი

მოკლედ გამომწერეს. 2 ღამის მაგივრად 4 ღამე დამტოვეს იმიტომ, რომ სიცხეები მქონდა 37-38. დღეს მე-5 დღეა და თითქმის კარგად ვარ. ნამდვილად არ არის მარტივი რეაბილიტაცია. ორი მთავარი რამ უნდა დავიცვათ რომ მალე გაიაროს ამ პროცესმა – ვსვათ წყალი და ვიმოძრაოთ. შეგრძნებაა საოცარი ექოსკოპიაზე რომ შედიხარ და იგებ სრულიად თავისუფალი ხარ. ჰისტომორფოლოგიის პასუხს ველოდები და 3-4 თვეში ანგიუმიულერის ჰორმონს გავიკეთებ ამ ყველაფრის მერე ვიტყვი რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. 🙂წარმატებებს გისურვებთ ყველას 🤗
ტკივილები გაუსაძლისი ნამდვილად არ არის. გამიჭირდა უენერგიობა და სისუსტე. ყრუ ტკივილი მუდმივი. ვერ წვები, ვერ ჯდები , ვერ მოძრაობ ნორმალურად. მე უფრო ნაკლებად რთული მეგონა მაგრამ არის ნამდვილი ოპერაცია თავისი გვერდითი ეფექტებით.

ცისტების ამომიღეს რომელიც იყო ძალიან უხეში და ბევრი. იყო ძლიერი შეხორცებები. მათითაშვილი როგორც ექოსკოპისტი იმიტომ მომწონს რომ დეტალურ ჩანაწერს აკეთებს და არ მგონია მათითაშვილის ექოსკოპიის მერე ქირურგს რამე ძალიან გასაოცარი სურპრიზები დახვდეს ლაპაროს დროს. მე სულ მათითაშვილთან ვიკეთებდი. ამიტომ არ ყოფილა რამე საოცარი სურპრიზები. თორე ერთი ორჯერ სხვაგანაც გავიკეთე და იმით რო მემსჯელა კი იქნებოდა ბევრი სიურპიზი.

ენდომეტრიოზის ოპერაცია (ფასი):
4680 ლარი იყო მთლიანი გადასახადი. აქედან 60% ამინაზღაურა ჯიპიაიმ. 9 დასახელება მაქვს მედიკამენტების რომელიც უნდა დავლიო 5/14/30 დღე. აქაც ჯიპიაი დააფინანსებს ალბათ 60%-ს, ჯერ არ ვიცი. ძააალიან ძვირი დაჯდება ეს წამლები, ჯერ ზუსტად არვიცი ყველას ფასი. 4 დასახელება და 3 დღის ვიყიდე და 120 ლარი გადავიხადე. 150 ლარის იყო უბრალოდ პსპ- ფასდაკლების ბარათი მქონდა და პარასკევს ვიყიდე ფასდაკლების დღეები რომ აქვთ.
საკმაოდ ძვირიანი ოპერაციაა და საინტერესოა საყოველთაო როგორ ანაზღაურებს. მე პაკეტიც კარგი მაქვს დაზღვევის და თან გამიმართლა პროვაიდერია ჯიპია ევექსის. პოსტ ოპერაციული წამლებია, მარტო ვიზანა არის ჰორმონი. ჩემი იყო საკმაოოოდ რთული და შეიძლება სხვას ამდენი არც დაჭირდეს. ვიზანას რომელსაც ციკლის მოსვლის მერე დავიწყებ და როგორც ავღნიშნე ნევროპათოლოგის რეკომენდააცის პრალელურად სხვა წამალსაც დავლევ დამამშვიდებელს. ასევე დავიწყებ ვიტამინებს. ძალიან სცოდავენ გინეკოლოგები პირდაპირ ჰორმონს რომ ნიშნავენ. აუცილებელია დანამატები და გთხოვ ამაზე ცალკე სტატია გააკეთო. მართლა ენგრევა ხალხს ცხოვრება ბრმად ჰორმონის დალევით. აი, ეს წავიკითხე ერთკომენტარში ენდომეტრიოზის გარშემო იყო საუბარი-vitamins are more important than anything. Make sure you are getting omegas, vitamin D, b12 and iron!! ხოდა ეს არის გადარჩენის გზა როცა გაქვს ენდომეტრიოზი.

ენდომეტრიოზის ოპერაცია

ნანუკა

თავიდან მივედი რამაზისთან კარაპს მედლაინში გამაგიჟა, გადამრია😃 ღრმა ენდომეტრიოზი გაქო რაც არავის უთქვამს მანამდე, ძველი ეხოები ნახა და ანამნეზიდან გამომდინარე დაასკვნა რომ მქონდა ღრმა ენდომეტრიოზი, კი გამიკვირდა რადგან ეხოსკოპიურად ესე დაზუსტებით არავის უთქვამს ენდომეტრიოზი იყო თუ არა, ზოგი ფიქრობდა რომ კისტომა იყო, მოკლედ რამაზიმ ცოტა გამაგიჟა და თან ბევრად ძვირი მითხრა დაახლოებით 6000 ლარი, თან მე უფრო მეტად დიაგნოზმა ამაღელვა ვიდრე თანხამ, მერე მივედი ვადიმთან კონსულტაციიდან ორ კვირაში დაახლოებით დავგეგმეთ ლაპარასკოპია, გამიმართლა იმით რომ ველოდებოდი ციკლის დაწყებიდან 14 დღის ვადაში აკეთებენ ოპერაციას, ურეკავ როცა მოგივა პირველ დღეს და ისინი გეუბნებიან როდის უნდა მიხვიდე, ორი დღით ადრე გიბარებენ ანალიზებზე, კარდიოლოგთან კონსულტაციაზე და ანესთეზიოლოგთან, მერე ანესთეზიოლოგი გირეკავს და გეუბნება რომელზე უნდა მიხვიდე ოპერაციის დღეს.
წინა ღამით გლიცერინის ოყნა გავიკეთე ორი ცალი, საღამოს 9-მდე შეიძლებოდა ჭამა და ღამის 1-მდე სითხე.

ეხლა გეტყვით რა არ მომეწონა, მოკლედ მივედი 16 ში 11 საათზე გადავიხადე, ისტორია გავხსენი და ამიყვანეს პალატაში, ჩემ გარდა კიდე სხვა პაციენტებიც არიან ლაპარასკოპიაზე და ზუსტად არ იცი როდის შეგიყვანენ, გადის ერთი საათი ვეკითხები ექთნებს როდის შემიყვანენ თქო და რა თქმა უნდა პასუხი არ ქონდათ, გადის კიდე ერთი საათი არავინ შემოდის , გადის კიდე ერთი საათი არავინ შემოდის, ეს ლოდინი უფრო გღლის და რაც არ უნდა ნერვიულობდე მაინც ბოლოს გაგიჟებს და აყავხარ ჭკუიდან, მოკლედ არ მახსოვს რამდენი ხანი ველოდე, შემოვიდნენ ექთნები ამიყვანეს საოპერაციოში, მაგრამ საოპერაციომდე მოსაცდელ ოთახში შეყავხარ, წვეთოვანს გიდგამს ექთანი და იქაც ელოდები😑 ჩემ გარდა სხვადასხვა პაციენტი იყო ზოგი ტრამვა, ზოგი კიდე ახალგამოყვანილი იყო საოპერაციოდან, ნარკოზიდან გამოდიოდნენ თან ტკიოდათ მოკლედ საშინელი მოსასმენი იყო ამ ქალის ტირილი, ამ სიტუაციამ ძაან დამძაბა, საერთოდ არ ვნერვიულობდი მაგრამ ამ სიტუაციამ დამთრგუნა.

მოკლედ ძვლივს შემიყვანეს საოპერაციოში, შემიყვანეს ვენაში ნარკოზი, წამებში ისე გავედი გაღმა არაფერი მახსოვს, გამაღვიძეს სულ რაღაც ერთი საათი ჩატარდა ჩემი ლაპარასკოპია, მქონდა ენდომეტრიოზი, ასევე საშვილოსნოზე პატარა პოლიპებივით, მთლიანად დაათვარიელა ყველაფერი, მილები და ასე შემდეგ.. ნარკოზიდან გამოსვლა გამიჭირდა ცოტა იმ მხრივ რომ მეძინებოდა და ვერ ვფხიზლდებოდი, თან ტკივილები მქონდა, გამაყუჩებელი გამიკეთეს.

ნელ-ნელა გამოვფხიზლდი ამიყვანეს პალატაში, მოკლედ ერთი დღე ადგომა არ შეიძლებოდა აქედან გამომდინარე კათეტერი ჩამიდგეს შარდის ბუშტში, მაგისთვის მზად იყავით, ჩემთვის პირველი იყო, ერთი დღე ასატანია, გამოღება არ არის მტკივნეული წვის შეგრძნება გექნებათ და ვსო, მეორე დღეს გიღებენ გააჩნია მდგომარეობას, იმ დღეს მთელი დღე მეძინა უფრო კარგად გამოვედი მდგომარეობიდან, იმ დღეს არ გაჭმევენ და წვეთოვანს დაგიყენებენ, მეორე დღეს მომხსნეს კათეტერი, ვჭამე ცოტა (დიეტურად , ფსიქოლოგიურად მზად იყავით რომ ერთი კვირა დიეტაზე მოგიწევთ ყოფნა, რადგან შებერილობამ არ შეგაწუხოთ), ნელნელა ამაყენეს, სისუსტე მქონდა მაგრამ მალევე გადამიარა. იმ დღეს შევეცადე რომ რამდენჯერმე გამევლო ფეხით, კარგია ზოგადად სიარული. მეორე დღეს დილით გამომწერეს, რადგან რთული არაფერი იყო ჩემს შემთვევაში, მართლა მარტივად გადასატანია, ჭრილობები მტკივა ეხლაც, ზურგზე მიწევს წოლა ვერც გვერდულად ვწვები, დაჭიმულობის შეგრძნება მაქვს, ვინმეს თუ გაქვთ რინოპლასტიკა გაკეთებული, რინოპლასტიკა უფრო გამიჭირდა მე პირადად ვიდრე ლაპარასკოპია, რაც დღე გადის უფრო და უფრო მივლის ყველაფერი, გირჩევთ იაროთ რადგან სიარული ძალიან მშველის, დიეტა არ დაარღვიოთ რადგან საშინელი შებერილობა გექნებათ.

მთავარი კიდე, ფეხი ელასტიური ბინტებით გექნებათ შეხვეული, თრომბის საწინააღმდეგო, მაგანაც შეიძლება შეგაწუხოთ მაგრამ არ აყვეთ, დანიშნულებას გამოგატანენ, მზად იყავით რომ მინიმუმ 500 ლარი მედიკამენტებისთვის დაგჭირდებათ, ოპერაცია 2700 დაჯდა, შევეცადე დეტალურად დამეწერა ყველაფერი, ვინც იკეთებთ ლაპარასკოპიას იმედი მაქვს რამით დაგეხმარებით, გირჩევთ რომ იაროთ არ ჩაწვეთ ლოგინში, გამოწერიდან მეორე დღეს ვაკის პარკში დავდიოდი, მიჭირდა სიარული მაგრამ აუცილებელია, კუჭის მოქმედების მხრივადაც რადგან შეიძლება თავიდან გაგიჭირდეთ..

რატო გავიკეთე ენდომეტრიოზის ოპერაცია ანუ ლაპარასკოპია? საშინელი ტკივილები მქონდა, ვიზანას ვსვამდი 2 წელი და შედეგი 0, გაჭყეპილი ვიყავი ჰორმონებით, შევამჩნიე რომ ზოგს უყვარს ვიზანა, მაგრამ მე გეტყვით რომ ვიზანა გამოსავალი არ არის, ვიზანას ფონზე კარგად ხარ მაგრამ ვიზანას მოხსნის მერე ისევ ისეთი ტკივილები, ან შეიძლება არ იყოს)) იქიდან გამომდინარე რომ შემოვლილი მაქვს გინეკოლოგები და ეხოსკოპისტები არავის არ უთქვამს რა რისკის ქვეშ ვიყავი, ლაპარასკოპიის მერე სამი თვე კონტრაცეპტივებს დამინიშნავენ, ვნახოთ რა იქნება, 5 წლიანი გამოცდილების მერე გეტყით რომ თუ ვიზანა თუ კონტრაცეპტივი არ გშველით გირჩევთ რომ ლაპარასკოპიაზე იფიქროთ, ტყუილად ჩემსავით არ გაიჭყიპოთ ჰორმონებით❤️

ნივთებს რაც შეეხება: ტრუსი, წინდა , პიჟამო, კბილის პასტა, რაც თქვენ გინდათ (ხალათს, თეთრეულს, ჩუსტებს ისინი გაძლევენ) პალატაში მარტო ვიწექი, ერთადერთი wifi არ იყო, ტელევიზორი მქონდა, ექთნებს რაც შეეხება ყურადღებიანები არიან, თავიდან შეიძლება უჟმურები მოგეჩვენოთ, მაგრამ ოპერაციის მერე ყურადღებას გაქცევენ, ხშირად შემოდიან, გაწვდიან ყველაფერს რაც დაგჭირდებათ.

ჭამას რაც შეეხება: ფასში არ შედის ჭამა, 60 ლარის დამატება გიწევთ, თქვენზეა თუ გინდათ შემოატანინებთ თუ გინდათ 60 ლარს დაამატებთ, მე გირჩევთ რომ დაამატოთ 60 ლარი რადგან იმათმა უკეთ იციან რა უნდა გაჭამონ და თან ძირითადად სუპები და ფაფები უნდა მიირთვათ.

ენდომეტრიოზის ოპერაცია (ფასი):
მე საყოველთაო არ მაქვს, კერძო დაზღვევა მაქვს და გადავიხადე მერე ისინი ამინაზღაურებენ, ფორმა100, ქვითარი და კალკულაცია არის მინიმუმ საჭირო, თუ საყოველთაო დაზღვევა გაქვთ და ხარ სტუდენტი კონსულტაციაზე რომ მიხვალ ვადიმთან , მერე 305 ნომერში ისინი გივსებენ დაფინანსებაზე და ისინი აგზავნიან, მერე სმს მოგივა პროსტა დრო ჭირდება, წამლები ბევრი არ ამინაზღაურა სადაზღვევომ (ანტკიბიოტიკი, კუჭის დამცავი, ფლორის დამცავი, ფრაქსიპარინი, დისტრეპტაზა, დისგრენი, დამინიშნეს მე, დისტრეპტაზა და ფრაქსიპარინი ღირს ძაან ძვირი, დღეში 100 ლარი მაინც მინდა ორი დღის რომ ვიყიდო, ანტიბიოტიკს 5 დღე ვსვამ მაგრამ დისტრეპტაზას 2 კვირა ვიკეთებ უკანა ტანში და ეგ ღირს უაზროდ ძვირი, თან დღეში ორ სანთელს, დღე გამოშვებით ჭრილობას ვიმუშავებ, სპირტით და ბრილიანტის მწვანეთი) არავინ არ შემოუშვეს კოვიდის გამო, რამე თუ მოგინდება დაცვასთან დატოვებენ და მერე ექთანი ჩავა, შანსი არაა რომ ვინმე შემოუშავან, სექსი ერთი თვე არ შეიძლება ჩემ შემთხვევაში, არც ვარჯიში და არც ცურვა, სახლში ძირითადად ვჭამ მოხარშულებს, ცომს არა, არც ტკბილს არც შემწვარს, შეგიძლია ყველაფერი ჭამო მთავარია შემწვარი არ იყოს, ცომი არ იყოს, მჟავე, მწარე , გუშინ მაგალითად ხინკალი მომინდა მაგრად აი რომ გაკანკალებს ისე რომ გინდა, საქონლის ხორცით შევუკვეთე, 5 ცალი ვჭამე, კუჭები არ მიჭამია და ვაფშე არ შემბერა, თან მწარეც არ იყო. კათეტერს რაც შეეხება როცა მეძინა მაშინ დამიყენეს რომ გავიღვიძე წვის შეგრძნება მქონდა, მაგრამ გადის მერე ნელნელა, მოხსნას რაც შეეხება მოხსნის მომენტში წამით არის წვის შეგრძნება და მერე გადის, მარტივია არ არის მტკივნეული.

კიდე მთავარი რაც გამომრჩა, სამი კვირა გამონადენი იცის, იქ თვითონ გაძლევენ პაკეტებს და მერე სახლში მაინც მოიმარაგეთ, მცირე გამონადენია, შეიძლება არც გქონდეთ, ჭრილობაზე მეტად დაუბანლობა მაწუხებს, ოპერაციიდან 8 დღეში დამიბარეს ნაკერებზე რომ ამომიღებენ მერე შეიძლება დაბანა, გუშინ მაგალითად თავი დავიბანე უბრალოდ რთულია მაინც რადგან გადაკუზული რომ ხარ გეჭიმება მუცელი, ძვლივს დავიბანე, ქვედა ტანის დაბანაც შეგიძლიათ პროსტა ელასტიური ბინტები უნდა მოიხსნათ)) მოკლედ თუ ჩემსავით დაბანა და ყოველდღე პარსვა გიყვართ მაგისთვის მზად იყავით😃

ენდომეტრიოზის ოპერაცია

თუ ენდომეტრიოზის დიაგნოზი გაქვს ან გაეცანი ამ დაავადების სიმპტომებს და ეჭვი გაქვს, რომ შენც გაწუხებს, გაიარე უფასო კონსულტაცია შენთვის მოსახერხებელი გზით.
ეს ბლოგი მზადაა მკურნალობის გზა გაგიმარტივოს, რადგან ენდომეტრიოზის მართვა შესაძლებელია და არსებობენ ადამიანები, ვინც მზადაა შენთან ერთად ეძებოს შენი პრობლემების გადაჭრის გზები!


შეავსე საკონსულტაციო ფორმა ან დაგვიკავშირდი –
მეილზე: consult@endo.ge
ფეისბუქ გვერდზე: ცხოვრება ენდომეტრიოზით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *