Skip to content
ცხოვრება ენდომეტრიოზით

ენდომეტრიოზი და მისი მკურნალობის მცდელობები

  • მთავარი გვერდი
  • რა არის ენდომეტრიოზი?
  • ენდომეტრიოზის გზამკვლევი
  • ბლოგი
  • ბლოგის შესახებ
  • რესურსები
  • კონტაქტი

ენდომეტრიოზი და მისი მკურნალობის მცდელობები

ცხოვრება ენდომეტრიოზთან ერთად – ჯასტინა გრინი

Nat Noideaz, April 13, 2021April 13, 2021

10-დან 1 ქალს ენდომეტრიოზი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქალები, უმძიმესი სიმპტომებით, ხშირად ყოველი თვის დიდ ნაწილს საწოლზე მიჯაჭვულები ატარებენ, ამ დაავადების დიაგნოსტირება უმეტესწილად არასწორად ხდება და ითვლება, რომ მხოლოდ მძიმე პრემენსტრუალურ სიმპტომებთან (პმს) გვაქვს საქმე.

იმისათვის, რომ ნათელი მოჰფინოს დაავადებას, რომელიც მილიონობით ქალს აწუხებს და რომელზე საუბარიც იშვიათად ხდება, ილუსტრატორმა ჯასტინა გრინმა გადაწყვიტა ილუსტრაციებით გაგვიზიაროს საკუთარი ისტორია, თუ როგორ ცხოვრობს და აგრძელებს თავის საყვარელ საქამიანობას, ამ დაავადების მიუხედავად.

ცხოვრება ენდომეტრიოზთან ერთად
სალამი, ეს მე ვარ ერთ ჩვეულებრივ დღეს, ვტკბები ცხოვრებით ოპტიმისტურად განწყობილი. მაგრამ ყოველი თვის რამდენიმე დღე, მე თავს ძალიან განსხვავებულად ვგრძნობ. მე მაქვს ქრონიკული დაავადება, რომელიც მოქმედებს ჩემს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და იწვევს ძლიერ ტკივილს ციკლის დროს. ენდომეტრიოზი აწუხებს ათიდან ერთ ქალს, თუმცა მის სწორად დიაგნოსტირებას საშუალოდ 8 წელი სჭირდება, რადგან ხშირად ის უბრალოდ პრემენსტრუალური სიმპტომი ჰგონიათ. მოდით, ვისაუბროთ ენდომეტრიოზის შესახებ.
ენდომეტრიოზის სიმპტომები

ენდომეტრიოზის სიმპტომები მოულოდნელად გამომივლინდა. დროთა განმავლობაში, ყოველი ციკლი ნამდვილ ტანჯვად მექცა, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. სამსახურშიც ძალიან მიჭირდა, თუმცა არცერთი ჩემი ქალი კოლეგისგან არასდროს მსმენია ციკლის დროს ტკივილის შესახებ – ეს თემა ტაბუირებული იყო. მეც ვესწრებოდი შეხვედრებს და აუტანელი ტკივილის მიუხედავად ვცდილობდი თავი ისე დამეჭირა, როგორც ნამდვილ პროფესიონალს შეეფერებოდა.
ტკივილი ციკლის დროს

რაც დრო გადიოდა, ტკივილი ყოველთვიურად ძლიერდებოდა. ციკლის პირველ ორ დღეს ელემენტარულად ფუნქციონირებასაც ძლივს ვახერხებდი. თუმცა მე კვლავ წარმოდგენაც კი არ მქონდა რა ხდებოდა.
მტკივნეული ოვულაცია

საბოლოოდ ექიმთან მისვლა გადავწყვიტე. კონსულტაციებისას ვცდილობდი ამეხსნა ჩემი სიმპტომები და ასევე, აღვნიშნავდი, რომ ოჯახის შექმნას მალევე ვგეგმავდი. პასუხად მივიღე, რომ უნდა დამელია ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონი და მიმეღო უფრო ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები. ასევე მითხრეს, რომ დაფეხმძიმება დიდი ალბათობით მიშველიდა, რადგან მათი თქმით პმს სიმპტომები ბავშვის გაჩენის შემდეგ შემსუბუქდებოდა. დასმულ დიაგნოზებს შორის, ჩემი ფავორიტი იყო, რომ სავარაუდოდ გლუტენის აუტანლობა მჭირდა… გასაოცრად, მხოლოდ რამდენიმე დღე ყოველთვე! 
ტკივილი მენსტრუაციის დროს
ყავისფერი გამონადენი
თავს ვგრძნობდი ჩაკეტილ წრეში, არ ვიცოდი ამის შემდეგ რა უნდა გამეკეთებინა. ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა საკუთარი ინტუიციის მოსმენა, რადგან გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. გამიმართლა, როდესაც შემთხვევით, მეგობარმა ჩემს ჩივილებში ენდომეტრიოზის სავარაუდო სიმპტომები ამოიცნო. ამ ფაქტმა გადამაწყვეტინა კიდევ ერთხელ მივსულიყავი სპეციალისტთან, რათა ჩემი ჯანმრთლობის მდგომარეობა უფრო სერიოზულად აღექვათ. მივედი ახალ ექიმთან, თერაპევტთან და მოვითხოვე გადამისამართება გინეკოლოგთან, რაც ასევე გულისხმობდა როგორც ულტრაბგერით, ასევე მაგნიტორეზონანსულ შემოწმებას.
გინეკოლოგი ექოსკოპია

პირველი სიმპტომებიდან ორი წლის თავზე, როგორც იქნა დამიდასტურდა ენდომეტრიოზის დიაგნოზი. რასაც შემდგომში მოჰყვა ინექციები და მნიშვნელოვანი ოპერაცია რამდენიმე თვეში. მიუხედავად იმისა, რომ ვეჭვობდი ენდომეტრიოზის შესახებ, არ აღმოვჩნდი მზად ამ დიაგნოსითვის. გავხდი მოწყვლადი, შეშნებული და სევდიანი.
ენდომეტრიოზი
ენდომეტრიოზის მართვა

ვიცოდი, რომ დიდხანს მომიწევდა ამ დიაგნოზთან გამკლავება, დავიწყე სწავლა თუ როგორ უნდა მეცხოვრა მასთან ერთად. დავიწყე ჩემი სამუშაოს დაგეგმვა სპეციალური აპლიკაციის დახმარებით, რომელშიც შემყავდა მონაცემები ჩემი ციკლის შესახებ. ვცდილობდი, რომ სამუშაო სატელეფონო/ვიდეო ზარები არ დამეგეგმა ციკლის დღეებში. ამ პერიოდში თავს ვარიდებდი მძიმე ვარჯიშებს და დავიწყე იოგას ისეთი პოზების შესწავალა, რომლებიც ხელს უწყობდა ტკივილის შემსუბუქებას. მინდოდა, რომ ჩემს მეგობრებს გაეგოთ, რომ მე ძლიერი ტკივილები მქონდა და ეს არ იყო ჩვეულებრივი პმს სიმპტომები. შესაბამისად, ვცდილობდი გასაგებად ამეხსნა თუ როგორ ვგრძნობდი თავს. 
საკვერცხეების ტკივილი

სირთულეების მიუხედაავად, გადავწყვიტე, რომ არ დავნებდებოდი. დავიწყე ჩემი საყვარელი აქტივობები, რაც მომეხმარა გავმკლავებოდი იმ ზემოქმედებას, რასაც ენდომეტრიოზი ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე ახდენდა. ვაკეთებდი მედიტაციებს, ვახდენდი ვიზუალიზაციას ბედნიერი საშვილოსნოს ნაყოფის, რომელიც ცეკვავს ენდომეტრიოზისგან თავისუფალ საკვერცხეებთან. 
ვარჯიში და ენდომეტრიოზი

მოვუმატე სირბილს მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მდგომარეობის გამო, ეს ნიშნავდა უფრო მეტჯერ შესვლას საპირფარეშოში. დროთა განმავლობაში ვისწავლე ახალი გზები და ნელი სიჩქარით უფრო თავისუფლად სირბილსაც მივეჩვიე.
ცხოვრება ენდომეტრიოზით

დავიწყე ხატვა, რათა ვიზუალურად გადმომეცა თუ რას განვიცდიდი შინაგანად, ამით ასევე მინდოდა დავხმარებოდი იმ ადამიანებს, ვისაც იდენტური სიმპტომები აწუხებდათ.
ცხოვრება ენდომეტრიოზით

ახლახანს გამიკეთეს ციკლის დროებით შეწყვეტის ინექცია ზაფხულში დაგეგმილი ოპერაციისათვის მოსამზადებლად. გადავიწყვიტე მონაწილეობას მივიღო ჩემს პირველ მარათონში, რათა თანხები შევაგროვო endometriosis UK-თვის. მე ძალიან ბევრი ვიშრომე ჩემი ისტორიის გასაზიარებლად, რათა ავამაღლო საზოგადოების ცნობიერება, ამ ხშირად არასწორად დიაგნოსტირებული, ქრონიკული დაავადების შესახებ.

ვიცი, რომ წინ ჯერ კიდევ გრძელი, შეუცნობელი გზა მაქვს, მაგრამ მე ვრჩები ოპტიმისტად და იმედი მაქვს, რომ ჩემი ისტორიის გაზიარებით დავეხმარები სხვა ადამიანებს, რომლებიც დღეს ანალოგიურად რთულ ვითარებაში იმყოფებიან. 

წყარო: wepresent.wetransfer.com

Post Views: 376
Uncategorized
გამოგვყევი:
Facebook
Instagram
TikTok

Post navigation

Previous post
Next post

Recent Posts

  • ენდომეტრიოზის გზამკვლევი
  • პოლიკისტოზის მართვა – ნინკას პოლიამბავი
  • ქრონიკული ტკივილი და ენდომეტრიოზი
  • რატომ ვსაუბრობთ ენდომეტრიოზზე?
  • პასუხები შეკითხვებზე ენდომეტრიოზის შესახებ
©2025 ცხოვრება ენდომეტრიოზით | WordPress Theme by SuperbThemes