უკვე 6 თვე გავიდა, რაც endo.ge შეიქმნა. ბლოგი ენდომეტრიოზის შესახებ ინფორმაციასა და პირად ისტორიებს აერთიანებს და ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მას შემდეგ, რაც ამ თემაზე წერა დავიწყე, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მწერდა და მიყვებოდა თავის გამოცდილების შესახებ, მიზიარებდა როგორ დაეხმარა იმის აღმოჩენა, რომ მარტო არ არის…
Tag: ენდომეტრიოზი
ტამპონი და 9 მითი მის შესახებ
ტამპონი და მითები მის შესახებ, როგორც ჩანს ყველა საზოგადოებაში, განუყრელი მეგობრები არიან. როდესაც ამ სტატიას გადავაწყდით, გადავწყვიტეთ ქართულად გვეთარგმნა და ჩვენი რეალობისთვის კარგად ნაცნობი მითებიც დაგვემსხვრია პროფესიონალების მიერ წარმოდგენილი ფაქტებით. Როგორც გინეკოლოგს, მსიამოვნებს, როცა ადამიანებს საკუთარი სხეულის უკეთ შეცნობაში ვეხმარები. Ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა განათლება მიიღონ თავიანთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რადგან…
ენდოამბები V ნაწილი
ენდოამბები V ნაწილი იმ სერიის გაგრძელებაა, სადაც ენდომეტრიოზის მქონე ქალების ისტორიები და გამოცდილებებია თავმოყრილი. ენდოამბების გაზიარების მიზანი ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და, რაც მთავარია, ამ დიაგნოზის მქონე ქალების გაერთიანებაა. ერთი შეხედვით კი, ქრონიკული დაავადების გარშემო ვერთიანდებით, რომლის განკურნების გზაც არ არსებობს, თუმცა მისგან მოყენებული ჭრილობების მოშუშება სხვების გამოცდილების გაცნობითა და ინფორმაციის ქონით ბევრად მარტივია. მაკა 32…
10 ყველაზე პრაქტიკული საჩუქარი
საჩუქრების შერჩევის დრო მოახლოვდა და გადავწყვიტე 10 ყველაზე პრაქტიკული საჩუქარი შემერჩია, რომელსაც ენდომეტრიოზის მქონე პაციენტებს აჩუქებდნენ მეგობრები ან ჩვენ თვითონ ვიჩუქებდით საახალწლოდ. ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მძიმე ტკივილთან და მენსტრუაციის პერიოდში უამრავ არასასიამოვნო შეგრძნებასთანაა დაკავშირებული. მდგომარეობის შესამსუბუქებლად კი, არსებობს პროდუქტები, რომელთა უმეტესობაც ძალიან სასიამოვნო მოსახმარია რთულ პერიოდში და გადავწყვიტე რჩევების…
ვიზანას 6 თვე და მენსტრუაციის მოლოდინი
ვიზანავიზანამვიზანასვიზანასივიზანათივიზანადვიზანავ თუ დღეს ენდომეტრიოზი გაქვს და ჯერ ლაპარასკოპიას არ გეგმავ, ვიზანა შენი ლუმინალია. ვიზანა ერთერთი ჰორმონის შემცვლელი მედიკამენტია, რომელიც ყოველდღე ერთსა და იმავე დროს უნდა მიიღო და ყოველთვე სხვადასხვა ფასად (მადლობა ქართულ ეკონომიკას!) შეიძინო, რომელიც ისე დაეფულება შენს ორგანიზმს, რომ მას ენდომეტრიოზის განვითარებისა და მისი შემაწუხებელი სიმპტომების გამოვლენისგან სრულად შეაკავებს,…