ორი თვის თავზე ანუ ორი ვიზანას 28 აბიანი შეკვრის დალევის შემდეგ, შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ გამაყუჩებელი არ დამილევია ერთი თვეა!!! რაც ერთისმხრივ უდიდესი შედეგია ჩემი ორგანიზმისა და ცხოვრებისთვის, რადგან ტკივილის მენეჯმენტი აღარ მიწევს ყოველდღიურად.
ვერ ვიტყვი, რომ ყველა გვერდითი ეფექტი სრულად გაქრა, თუმცა შემსუბუქდა და სადაც ყოველდღიურ ტკივილს ვიყავი მიჩვეული, ახლა ამ კოშმარებსაც შევეგუე, უკეთესის იმედით.
გვერდითი ეფექტები:
- აკნე
- დაღლილობა
- დეპრესია
- მკერდის ტკივილი
- სფოთინგი
ამ დისკომფორტებიდან რთული ძლივს ნამკურნალებ და გაგდებულ აკნესთან ისევ შეგუება და მასთან თანაცხოვრებაა, თუმცა უწყინარი აკნე ვერაფრით შეედრება არსაიდან მოსულ დეპრესიას და უენერგიობას, რომლებიც ზოგჯერ განძრევის შესაძლებლობასაც კი მართმევენ.
ვერ ვიტყვი, რომ ორი თვე ჩემი სხეულისთვის საკმარისი იყო ამ რეჟიმზე გადმოსართველად. განსაკუთრებით მძაფრად აღვიქვამ იმ პერიოდებს, როდესაც ბუნებრივად სხვა პროცესი (მენსტრუაცია, ოვულაცია) უნდა მიმდინარეობდეს ჩემს ორგანიზმში, რასაც ხელოვნურად ჩარევით და ვიზანას სმით ვეწინააღმდეგები, თუმცა ტკივილის რაოდენობამ სხვა გზა არ დამიტოვა და ვფიქრობ თუ კიდევ უფრო შემცირდება ამ მედიკამენტით გამოწვეული დისკომფორტები, რაღაც პერიოდით აუცილებლად ავირჩევ გამაყუჩებლის არსმას, ჩემს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, რა თქმა უნდა.
შევხედავ როგორ ჩაივლის მესამე თვე, იქნებ კიდევ უფრო მეტად შეეგუოს ჩემი ორგანიზმი ამ ინტერვენციას და ტკივილის მოშორებასთან ერთად, ცოტახნით მაინც გავიუმჯობესო სიცოცხლის ხარისხი.