ბევრი რამეა, რაც ჩვენს მეგობრებს და ახლობლებს აინტერესებთ ენდომეტრიოზის შესახებ და მთავარი ალბათ ისაა, თუ როგორ დაგვიჭირონ მხარი, რა შეიძლება გააკეთონ ჩვენს დასახმარებლად და ზედმეტი კითხვებისა და შეწუხების გარეშე, როგორ გაიგონ რისი გამოვლა და განცდა გვიწევს მუდმივად, რომ როგორმე შეძლონ დახმარება.
ენდომეტრიოზის მქონე ქალების პასუხი კი ასეთია, რა გვინდა, რომ იცოდეთ ჩვენზე:
მინდა, რომ იცოდნენ რამდენად აღარ შემიძლია ტკივილთან გამკლავება და ამის მიუხედავად მაინც ვუმკლავდები, რადგან სხვა გზა
არ მაქვს.
მე ის მინდა იცოდეს ყველამ, რომ საიდან მოდის და რითი ეშველება ენდომეტრიოზს, ჯერ მეცნიერებმა, მკვლევარებმა, პროფესორებმა და ექიმებმა ვერ დაადგინეს და მათ მიერ მოცემული რჩევები არაფერში მჭირდება და ძალიან ნერვები მეშლება, როცა მიზიარებენ რუსულ იუთუბზე ნანახ მრავალძარღვასა და სამყურას ფესვების ნაყენის რეცეპტს. მოკლედ, ენდომეტრიოზის ექსპერტობას რომ დაიწყებენ და იბრალებენ ხოლმე, აი, ეგეთი ხალხი არ უნდა გამეკაროს ირგვლივ. სხვა მხრივ ჩემს თავს როგორმე მივხედავ
მინდა იცოდნენ, რომ ყოველთვის შებერილი ვარ. რაც ნიშნავს, რომ მუდმივად ვცდილობ არ გამეკუოს. ძაან მეცინება, მარა თან რა ვქნა, ეგაა
და გოგოებმა მინდა იცოდნენ რომ ენდომეტრიოზი განაჩენი არ არის, მითუმეტეს უშვილობის და აქ ვართ ენდო დედები
მე მინდა იცოდნენ რომ ყოველთვის დაღლილი ვარ მართლა. ფიზიკურადაც და ემოციურადაც. და რომ ეს არ არის სიზარმაცე. მართლა გამტეხა მენტალურად ამ უბედურებამ
1. მინდა იცოდნენ ,,ენდო ბელის” შესახებ, თუ რამდენად დიდი დისკომფორტია მუდმივად 4 თვის ორსულივით რომ გამოიყურები.
2. მინდა იცოდნენ, რამდენად სტრესულია ყოველ თვე მენსტრუაციის მოლოდინის შიშით ცხოვრება, რაც ჩემთვის კრუნჩხვებამდე ტკივილს უკავშირდება.
აი, რაღაც მოყავისფრო-მოშავო გამონადენი რო იცის მაგან, ეგ არ ეგონოთ რამე უბედურება და არ შეიზიზღონ.
მინდა იცოდნენ რომ ციკლის წინა 1 კვირა და მერე ციკლის 1 კვირა თვეში როგორაც ვარ ეგ სინამდვილეში ჩემი ბრალი არაა მუდმივად შებერილობა. წელის და ფეხია ყრუ ტკივილისგან ცხოვრება რომ საკმაოდ მძიმეა. მაგრამ ამ ყველაფერზე მეტად მე მინდა ვიცოდე ოდესმე თუ დავამარცხებ ბრძოლაში და გავხდები დედა
მინდა იცოდნენ, რომ ეს ჩემი უზარმაზარი შებერილი მუცელი ჭამისგან არაა, არა, განა არ ვჭამ, მაგრამ, რომც არ ვჭამო მაინც უზარმაზარია და ვერაფერს ვშველი ვერასდროს
მინდა იცოდნენ რომ გადაბმულად რამდენიმე კვირა თუ უარს ვეუბნები ნახვაზე, კონტაქტზე, დარეკვაზე, ლაპარაკზე და ა.შ, და მიზეზად ვამბობ რომ უბრალოდ არ მაქვს ძალა, არ იფიქრონ რომ თავს მათ ვარიდებ, მეზარება ან რამე რომ სინამდვილეში უბრალოდ ხანდახან პირის გაღება იმხელა ძალისხმევას მოითხოვს იმასაც ძლივს ვამბობ რომ ვერ შევხვდები/ვნახავ/დავურეკავ/მოვუყვები/მოვისმენ და ა.შ
მინდა იცოდნენ, რომ ენდომეტრიოზის კვლევას შესაბამისი ინსტიტუციები წლების განმავლობაში საკმარისად არ აფინანსებდნენ, რადგან ქალების ამ აუტანელ ტკივილს არავინ სერიოზულად არ განიხილავდა. და რომ კაცებს ამ შეგრძნებების ნახევარიც რომ აწუხებდეთ, მთელი სამედიცინო ინდუსტრია და ტექნოლოგია მათი ტკივილის გარშემო იტრიალებდა.
შებერილი მუცელი მართლა ვერ ვაჯერებ ხალხს რამხელა ტკივილია, ვეგანი ვარ და მეუბნებიან კიდეც გამხდარი რატომ არ ხარო, ვერ იჯერებენ რომ ჭამის გამო არ ვარ ასე. მარტო შებერილობა რომ იყოს ჯანდაბას, ზოგჯერ ძალიან მტკივა.
ექოსკოპისტებმა იცოდნენ რომ ყოველ ჯერზე გული გვისკდება, კისტის შემოწმებისას
მინდა იცოდნენ რომ არ ვარ ორსულად
მინდა იცოდნენ რომ პმს-ისა და მენსტრუაციის დროს მე მე არ ვარ, მათი გულის ტკენა არ მინდა და ის უხეში, გაღიზიანებული ადამიანი ყველაზე მეტად მე მძულს…
ტკივილგამაყუჩებლების რაოდენობაზე ღადაობა რომ ტეხავს აი ეგ… არ იციან რამხელა ტანჯვაა
რომ არ ვარ ორსულად და შემეშვას ყველა
მინდა იცოდეს რომ ეს პატარა ღიპი სინამდვილეში ამ დაავადების ბრალია და არა წონაში მატების ერთი ჭიქა წყალიც კი ისე მბერავს რომ ორსულს ვგავარ..( ორსულობას კი წლებია ვნატრობ….) სხვათაშორის ციკლის წინა დღეებში რომ ხასიათი აუტანელი მიხდება ეგეც…
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში.მინდა იცოდნენ რომ კი არ ვსუქდებით ვიბერებიიით! ამდენი ტკივილის ფონზე არ ვწუწუნებთ:*