Skip to content
ცხოვრება ენდომეტრიოზით

ენდომეტრიოზი და მისი მკურნალობის მცდელობები

  • მთავარი გვერდი
  • რა არის ენდომეტრიოზი?
  • ენდომეტრიოზის გზამკვლევი
  • ბლოგი
  • ბლოგის შესახებ
  • რესურსები
  • კონტაქტი

ენდომეტრიოზი და მისი მკურნალობის მცდელობები

13 რამ, რაც ენდომეტრიოზზე უნდა იცოდე

Nat Noideaz, August 20, 2020August 26, 2020
ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა

ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება. ეს ქსოვილები არაბუნებრივ ადგილას ინაცვლებენ და იქ იწყებენ განვითარებას და მოქმედებას. ენდომეტრიული კერები შეიძლება გამრავლდნენ ყველგან საშვილოსნოს მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოს კედლებზე, შარდის ბუშტში, სწორ ნაწლავზე, არსებობს შემთხვევები როცა ფილტვებშიც კი აღმოუჩენიათ. რა უნდა ვიცოდეთ ეენდომეტრიოზის შესახებ?

1. არ არსებობს ენდომეტრიოზისგან განკურნება

არ არსებობს ენდომეტრიოზისგან განკურნება

ამ ეტაპზე, მედიცინას მხოლოდ ენდომეტრიოზის სიმპტომების მართვის გამოცდილება აქვს და, სამწუხაროდ, არა მისგან განკურნების.

2. ორსულობა არ არის ენდომეტრიოზის წამალი

ორსულობა არ არის ენდომეტრიოზის წამალი

ორსულობის განმავლობაში ენდომეტრიოზი წყვეტს განვითარებას, თუმცა მას შემდეგ რაც ორგანიზმი უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას, დაავადებაც აგრძელებს განვითარებას.

3. შეუძლებელია ენდომეტრიოზის პრევენცია

შეუძლებელია ენდომეტრიოზის პრევენცია

გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე მედიცინას არ აქვს კვლევებით გამყარებული ცოდნა ენდომეტრიოზის გამომწვევ მიზეზებზე, შეუძლებელია იმის ვარაუდი თუ როგორ იქნებოდა შესაძლებელი ამ დაავადების პრევენცია.

4. ენდომეტრიოზს შესაძლოა ახლდეს უშვილობა, თუმცა არა ყოველთვის

ენდომეტრიოზს შესაძლოა ახლდეს უშვილობა, თუმცა არა ყოველთვის

ენდომეტრიოზმა შესაძლოა გამოიწვიოს დაორსულების გართულება, თუმცა არა ყოველთვის. ენდომეტრიოზის მქონე ქალების 30-50% უნაყოფოები არიან. უნაყოფო ქალების 30-50%-ს კი, შესაძლოა, ენდომეტრიოზი ჰქონდეთ.

5. ენდომეტრიოზი იმაზე მეტ ქალს აქვს, ვიდრე წარმოგედგინა

ენდომეტრიოზი იმაზე მეტ ქალს აქვს, ვიდრე წარმოგედგინა

ენდომეტრიოზი საკმაოდ გავრცელებული დამაზიანებელი დაავადებაა, რომელიც ზოგად მოსახლეობაში ქალების 6-10%-ს, ხოლო ტკივილის, უშვილობისა და ორივე პრობლემის არსებობის შემთხვევაში ენდომეტრიოზის სიხშირე 35-50%-მდე იზრდება.

6. ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება არც ისე მარტივია

ენდომეტრიოზის დიაგნოსტირების ყველაზე უტყუარ მეთოდს ლაპარასკოპია წარმოადგენს

ენდომეტრიოზის დიაგნოსტირების ყველაზე უტყუარ მეთოდს ლაპარასკოპია წარმოადგენს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაშია დაავადების მიერ გამოწვეული სრული სურათის დანახვა შესაძლებელი.

7. ენდომეტრიოზის დიაგნოსტირებას შესაძლოა 6-12 წელი დასჭირდეს

ენდომეტრიოზის დიაგნოსტირებას შესაძლოა 6-12 წელი დასჭირდეს

ენდომეტრიოზის სიმპტომები არაერთგვაროვანია, ქალებში არ არსებობს ინფორმაცია ენდომეტრიოზის შესახებ ან შესაძლოა სიმპტომები საერთოდ არ იყოს გამოხატული კლასიკური ფორმით, შესაბამისად ქალებს შესაძლოა საშუალოდ 6-დან 12 წლამდე დასჭირდეთ ამ დიაგნოზისა და შესაბამისი მკურნალობის მისაღებად.

8. ენდომეტრიოზი არა მხოლოდ მტკივნეული მენსტრუაცია და უნაყოფობა

ენდომეტრიოზის სიმპტომები

ენდომეტრიოზის სიმპტომი შესაძლოა იყოს მტკივნეული ოვულაცია, ტკივილი სექსის დროს ან შემდეგ, ჭარბი მენსტრუაცია, დეპრესია, ქრონიკული ტკივილი მცირე მენჯის არეში, ქრონიკული დაღლილობა და მრავალი სხვა.

9. ენდომეტრიოზის სტადია არ განაპირობებს მის სიმპტომებს

ენდომეტრიოზის სტადია არ განაპირობებს მის სიმპტომებს

ენდომეტრიოზის 4 სტადია არსებობს (მინიმალურიდან მძიმემდე), თუმცა სტადიების სიმძიმე არ განაპირობებს სიმპტომებს. შესაძლოა პირველი სტადიის ენდომეტრიოზი უფრო მეტ ტკივილს იწვევდეს, ვიდრე მეოთხე და პირიქით.

10. ენდომეტრიოზი ყველა ორგანიზმში განსხვავებულად ვლინდება

ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა

ენდომეტრიოზთან დაკავშირებული ყველა ქალის გამოცდილება განსხვავებულია. განსხვავდება სიმპტომები, გავრცელება, დისკომფორტები და ა.შ. შესაბამისად არ არსებობს სიმპტომების უნივერსალური მკურნალობა, რომელიც ყველას თანაბრად მოერგებოდა.

11. ენდომეტრიოზი შესაძლოა თინეიჯერებსაც ჰქონდეთ

ენდომეტრიოზი შესაძლოა თინეიჯერებსაც ჰქონდეთ

არ არსებობს “ძალიან ადრე” ან “ძალიან გვიან” ენდომეტრიოზისთვის, რეპროდუქციის ასაკის მქონე ქალებში ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინოს თავი ამ დაავადებამ.

12. ენდომეტრიოზის მკურნალობის სულ 3 მეთოდი არსებობს

ენდომეტრიოზის მკურნალობის სულ 3 მეთოდი არსებობს

ენდომეტრიოზის სამკურნალოდ სულ 3 მეთოდი გამოიყენება: ჰორმონალური მკურნალობა, ტკივილის გაყუჩება და ოპერაცია, ამ მეთოდებიდან არც ერთს შეუძლია დაავადებისგან სრულად განკურნება, თუმცა შესაძლებელია მისი განვითარებისა და სიმპტომების სიმძლავრის შეფერხება.

13. მტკივნეული მენსტრუაცია არ არის ნორმალური

მტკივნეული მენსტრუაცია არ არის ნორმალური

ქალებს ხშირად აჯერებენ, რომ მტკივნეული მენსტრუაცია ნორმაა და ნებისმიერი სიძლიერის ტკივილი უნდა მოითმინონ, თუმცა სინამდვილეში ტკივილი არ არის ნორმალური. იმ შემთხვევაში თუ გაწუხებთ ჭარბი მენსტრუაცია, გაუსაძლისი ტკივილი, რომელსაც ჩვეულებრივი გამაყუჩებლებით ვერ იყუჩებთ, მტკივნეული სექსი, ტკივილი შარდვის ან კუჭის მოქმედებისას, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს, მოუყევით თქვენი სიმპტომების და ეჭვების შესახებ და ჩაიტარეთ შესაბამისი გამოკვლევები.

Post Views: 417
Uncategorized ორსულობაუშვილობა
გამოგვყევი:
Facebook
Instagram
TikTok

Post navigation

Previous post
Next post

Recent Posts

  • ენდომეტრიოზის გზამკვლევი
  • პოლიკისტოზის მართვა – ნინკას პოლიამბავი
  • ქრონიკული ტკივილი და ენდომეტრიოზი
  • რატომ ვსაუბრობთ ენდომეტრიოზზე?
  • პასუხები შეკითხვებზე ენდომეტრიოზის შესახებ
©2025 ცხოვრება ენდომეტრიოზით | WordPress Theme by SuperbThemes