Skip to content
ცხოვრება ენდომეტრიოზით

ენდომეტრიოზი და მისი მკურნალობის მცდელობები

  • მთავარი გვერდი
  • რა არის ენდომეტრიოზი?
  • ენდომეტრიოზის გზამკვლევი
  • ბლოგი
  • ბლოგის შესახებ
  • რესურსები
  • კონტაქტი

ენდომეტრიოზი და მისი მკურნალობის მცდელობები

Tag: ენდომეტრიოზი

Uncategorized

ენდოამბები IV ნაწილი

Nat Noideaz, November 20, 2020November 20, 2020

ენდოამბები IV ნაწილი იმ სერიის გაგრძელებაა, სადაც ენდომეტრიოზის მქონე ქალების ისტორიები და გამოცდილებებია თავმოყრილი. ენდოამბების გაზიარების მიზანი ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და, რაც მთავარია, ამ დიაგნოზის მქონე ქალების გაერთიანებაა. ერთი შეხედვით კი, ქრონიკული დაავადების გარშემო ვერთიანდებით, რომლის განკურნების გზაც არ არსებობს, თუმცა მისგან მოყენებული ჭრილობების მოშუშება სხვების გამოცდილების გაცნობითა და ინფორმაციის ქონით ბევრად მარტივია. თამუნა…

Continue Reading
Uncategorized

შფოთვა, დეპრესია და ენდომეტრიოზი

Nat Noideaz, October 27, 2020October 27, 2020

შფოთვა, დეპრესია და ენდომეტრიოზი ამ დაავადების მქონე ქალებისთვის განუყრელი პრობლემებია. ენდომეტრიოზის სიმპტომები ხშირად ახდენს გავლენას პაციენტების ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფუნქციონირებაზე. ამიტომ ენდომეტრიოზი ითვლება მწყობრიდან გამომყვან მდგომარეობად, რომელმაც შეიძლება დამაზიანებლად იმოქმედოს ურთიერთობებზე, სექსუალობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ფსიქოლოგიურ ფაქტორებს მნიშვნელოვანი როლი უკავიათ სიმპტომების სიმძიმის განსაზღვრაში. ქალები, რომლებიც იტანჯებიან ენდომეტრიოზით აფიქსირებენ შფოთვას, დეპრესიას…

Continue Reading
Uncategorized

ლაპარასკოპია და ენდომეტრიოზი

Nat Noideaz, October 11, 2020December 11, 2020

რა არის ლაპარასკოპია? ლაპარასკოპია ყველაზე გავრცელებული პროცედურაა ენდომეტრიოზის დიაგნოსტირებისა და ამოკვეთისთვის. მუცლის ღრუს მთლიანად გაკვეთის ნაცვლად, ქირურგი სამ პატარა პორტს იყენებს, აქედან ერთი ჭიპიდან იდგმება. შედეგად მუცელზე მხოლოდ სამი დაახლოებით ერთ სანტიმეტრიანი განაკვეთი კეთდება რომელიც უკვალოდ ხორცდება. მუცლის ღრუს დასათვალიერებლად ქირურგი ლაპარასკოპს იყენებს, რომელსაც მილის ერთ ბოლოში ნათურა და კამერა…

Continue Reading
Uncategorized

ენდოამბები, III ნაწილი

Nat Noideaz, October 4, 2020October 4, 2020

ენდოამბები ენდომეტრიოზის მქონე ქალების ისტორიებია. ენდოამბების გაზიარების მიზანი ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და, რაც მთავარია, ამ დიაგნოზის მქონე ქალების გაერთიანებაა. ერთი შეხედვით კი, ქრონიკული დაავადების გარშემო ვერთიანდებით, რომლის განკურნების გზაც არ არსებობს, თუმცა მისგან მოყენებული ჭრილობების მოშუშება სხვების გამოცდილების გაცნობითა და ინფორმაციის ქონით ბევრად მარტივია. სოფო, 25 წლის ექიმთან მტკივნეული…

Continue Reading
Uncategorized

ენდომეტრიოზის ისტორია

Nat Noideaz, September 21, 2020September 21, 2020

ენდომეტრიოზის ისტორია დიდია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მას არ აქვს რაიმე პათონოგენური ნიშნები ან სიმპტომები რთულია მისი დიაგნოსტირება. შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არსებობს ენდომეტრიოზის მქონე ყველა პაციენტისათვის დამაკმაყოფილებელია თერაპია. ეს თერაპიები არადამაკმაყოფილებელი იმის გამო რომ მხოლოდ ტკივილისა ან უშვილობის სიმპტომების გაუმჯობესება შეუძლიათ და მათი მეშვეობით ვერ ხერხდება დაავადებისგან განკურნება. ჰისტერექტომია…

Continue Reading
  • Previous
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • Next

Recent Posts

  • ენდომეტრიოზის გზამკვლევი
  • პოლიკისტოზის მართვა – ნინკას პოლიამბავი
  • ქრონიკული ტკივილი და ენდომეტრიოზი
  • რატომ ვსაუბრობთ ენდომეტრიოზზე?
  • პასუხები შეკითხვებზე ენდომეტრიოზის შესახებ
©2025 ცხოვრება ენდომეტრიოზით | WordPress Theme by SuperbThemes